workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო სავარჯიშო სესია ხეტაფესთან მატჩამდე

ბოლო სავარჯიშო სესია ხეტაფესთან მატჩამდე

ლა ლიგის მომდევნო ტურში მომავალ უქმეებზე “ბარსელონა” “ხეტაფეს” დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” ნათამაშები ფრის (1-1) შემდეგ.

ჩავი ერნანდესის შეგირდებმა “სიუტატ ესპორტივაზე” მადრიდელების წინააღმდეგ მატჩისთვის ბოლო სავარჯიშო სესია გამართეს. ვარჯიშს ესწრებოდა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი, რომელთაც შეურთდნენ კოჩენი, კუბარსი, ფორტი, მარკ გიუ და მარკ კასადო “ბარსა ატლეტიკიდან”.

“ხეტაფესთან” დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. ლა ლიგაში ზედიზედ 4 დაუმარცხებელი შეხვედრის შემდეგ “ბარსელონა” ტურნირის ლიდერებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2024, 17:09
    #1

    გააგრძელეთ ბიჭებო გასვლაზე წაუგებელი სერია.