ბარსელონას თავისი ყოფილი ფეხბურთელი შესთავაზეს

ბარსელონას თავისი ყოფილი ფეხბურთელი შესთავაზეს

მომდევნო სეზონისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთი საზრუნავი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იქნება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

ადამა ტრაორე გუნდს ალბათ დატოვებს, გაურკვეველია უსმან დემბელეს მომავალიც, ისევე, როგორც გუნდში დანი ალვესისა და სერჟინიო დესტის დარჩენა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონას", შესაძლოა, როგორც მარჯვენა შემტევის, ასევე მარჯვენა მცველის დამატება მოუხდეს.

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით "ბარსას" შესთავაზეს ფეხბურთელი, რომელსაც როგორც მარჯვენა მცველად, ასევე გარემარბად თამაში შეუძლია. საუბარია "ლა მასიას" აღზრდილ სერხი კანოსზე, რომელიც ამჟამად "ბრენტფორდში" თამაშობს.

კანოსი "ლა მასიაში" 2010-2013 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "ლივერპულში" გადავიდა. მერსისაიდელთა პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს, 19 წლის ასაკში შედგა, მაგრამ "წითლების" მაისურით მას მეტჯერ აღარ უთამაშია.

2016 წელს კანოსი "ნორვიჩში" გადავიდა, 2017 წლიდან კი "ბრენტფორდში" გამოდის, რომლის შემადგენლობაშიც უკვე 242 თამაშის ჩატარება მოასწრო. ლონდონელთა მაისურით ის ძირითადად მარჯვენა შემტევად თამაშობდა, მაგრამ ასევე მოგვევლინა მარცხენა შემტევად, ცენტრფორვარდად, მარცხენა ნახევარმცველად, მარჯვენა ნახევარმცველად და მარჯვენა მცველად.

სერხი კანოსის შეძენას რამდენიმე პლუსი აქვს. ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, უნივერსალია, "ბარსელონასთვის" პრობლემურ პოზიციებზე თამაში შეუძლია, კლუბთან შეგუება არ გაუჭირდება, მისი ტრანსფერი დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება და არც ხელფასი იქნება პრობლემა. ერთადერთი, რაზეც "ბარსას" სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, არის ის, თუ რამდენად შეესაბამება კანოსის დონე "ბარსელონას" მიზნებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 მაისი 2022 11:54
    0
    მაზრაუი იყიდა ბაიერნმა უკვე?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 6 მაისი 2022 10:09
    1
    და ჩვენ რაზე გვთავაზობენ? ასეთი კარგი თუა მუქთად გვაძლევენ? საერთოდ ვინ არიგებს ასე იაფად კარგ ფეხბურთელებს, ეგეთები კი იმდენი გვყავს ერთ გუნდს ააწყობენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 მაისი 2022 21:32
    0
    ციტატა: nikusha
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ციტატა: C.PC5
    მოესინჯათ ადამა დაცვის ფლანგზე რას იდებილებენ თავებს, ტიპი სწრაფია, ჯანზეა, ტექნიკურია, დაცვითი სკილებიც აქვს რეალთან როგორც გამოჩნდა. წავა და მერე დაიწყება ისევე ძებნა-ძიება და იმასაც არ გამოვრიცხავ რაცაა ამის გამოსასყიდი იმაზე ძვირად იყიდონ მერე ვინმე და არც გაამართლოს, პირველი იქნება თუ რა?!😏

    მეც მაგას ვფიქრობ რომ მაგან თუ იმუშავა თავის თავზე მაგარი მარჯვენა მცველი დადგება, აბა ვინგერი როცა ხარ ხანდახან მაინც უნდა გაიტანო,დემბელესია არ იყოს 1 გოლი აქ ლა ლიგაში😂

    2 აქვს დემბელეს

    ლა ლიგაში ერთი აქვს და ისიც გაუვარდა ბილბაოსთან, მეორე კი თასზე აქვს და იქაც მეკარემ იდებილა თორე ასაღები იყო
    ფანი [?]
    #9 5 მაისი 2022 21:09
    1
    ნელ ნელა იასნდება ლაპორტას რისიი ერთი ადგილი აქვს. საინტერესოა ზაფულის ბოლომდე ასე ჩააპრუწუნებს თუ ერთ კარგ ფეხბურთელს მაინც იყიდის? აი დაახლოებით სევილიას ან ატლეტიკოს დონისას თორე ვარსკვლავის მყიდველები ესენი აღარ ჩანან. ნუ ლევანდოვსკის თუ მიაფშვენი 80 მილიონი მასეთ ტრანსფერს ბებიაჩემი ლამარაც გავარხავს ფფულს თუ მიცემთ🤬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 მაისი 2022 19:04
    3
    ფული თქვი კაცმა თორე მოიყვა დასვი სკამზე სადაც დაგაკლდება კაცი იქ დააყენე კაია ასეთები. რეალს რო ვასკესი ყავს ხან მცველია ხან შემტევი თუ ვისმეს აუდგა ტრაკსაც მიცემს ალბათ და რავი. მოკლედ უნდა გეგდოს სკამზე ეგეთი ტიპი დიდათ თუ ვერ დაიკვეხნის დონით სკამზე წავა რა. ეხლა რო გვყვანან მაგათ დონეს მაინც ხო დადებს
    Culé [?]
    #7 5 მაისი 2022 18:56
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ციტატა: C.PC5
    მოესინჯათ ადამა დაცვის ფლანგზე რას იდებილებენ თავებს, ტიპი სწრაფია, ჯანზეა, ტექნიკურია, დაცვითი სკილებიც აქვს რეალთან როგორც გამოჩნდა. წავა და მერე დაიწყება ისევე ძებნა-ძიება და იმასაც არ გამოვრიცხავ რაცაა ამის გამოსასყიდი იმაზე ძვირად იყიდონ მერე ვინმე და არც გაამართლოს, პირველი იქნება თუ რა?!😏

    მეც მაგას ვფიქრობ რომ მაგან თუ იმუშავა თავის თავზე მაგარი მარჯვენა მცველი დადგება, აბა ვინგერი როცა ხარ ხანდახან მაინც უნდა გაიტანო,დემბელესია არ იყოს 1 გოლი აქ ლა ლიგაში😂

    2 აქვს დემბელეს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #6 5 მაისი 2022 18:46
    0
    მეკარის გარდა ყველგან უთამაშია😬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მაისი 2022 18:42
    0
    ახალგაზრდა სერხი რობერტოა ტიპი. ჩამოთვლი პოზიციებზე თითქმის ყველგან მდგარა რობერტოც მგონი ფორვარდათ არა მარტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მაისი 2022 18:37
    3
    ციტატა: C.PC5
    მოესინჯათ ადამა დაცვის ფლანგზე რას იდებილებენ თავებს, ტიპი სწრაფია, ჯანზეა, ტექნიკურია, დაცვითი სკილებიც აქვს რეალთან როგორც გამოჩნდა. წავა და მერე დაიწყება ისევე ძებნა-ძიება და იმასაც არ გამოვრიცხავ რაცაა ამის გამოსასყიდი იმაზე ძვირად იყიდონ მერე ვინმე და არც გაამართლოს, პირველი იქნება თუ რა?!😏

    მეც მაგას ვფიქრობ რომ მაგან თუ იმუშავა თავის თავზე მაგარი მარჯვენა მცველი დადგება, აბა ვინგერი როცა ხარ ხანდახან მაინც უნდა გაიტანო,დემბელესია არ იყოს 1 გოლი აქ ლა ლიგაში😂
    Culé [?]
    #3 5 მაისი 2022 18:09
    4
    მოესინჯათ ადამა დაცვის ფლანგზე რას იდებილებენ თავებს, ტიპი სწრაფია, ჯანზეა, ტექნიკურია, დაცვითი სკილებიც აქვს რეალთან როგორც გამოჩნდა. წავა და მერე დაიწყება ისევე ძებნა-ძიება და იმასაც არ გამოვრიცხავ რაცაა ამის გამოსასყიდი იმაზე ძვირად იყიდონ მერე ვინმე და არც გაამართლოს, პირველი იქნება თუ რა?!😏
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 5 მაისი 2022 17:40
    0
    1 მატჩი თუ აქვს ლივერში ჩანატარები, 248 ბრენტფორდში და ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, დავესიოთ აბა და ორჯერ ვიყიდოთ, მერე მარჯვენა გარემარბზეც დავაყენოთ და მარჯვენა ბექზეც ორივე კანოსი.. 20 მილიონში მარჯვენა ფლანგი ფაქტიურად მოგვარებულია. მეტი რაგინდათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მაისი 2022 16:47
    2
    ბიჯო რამის მოგება თუ გვინდა ასეთების კიარ უნდა მოვიყვანოთ, ასეთ შეიმგარ ხალხს უნდა ვყშვებდეთ ხოლმე,მაინც საჭიროა ტომ ფლანგის მცველები და მარჯვენა ვინგერი