დანი ალვესის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნებაა

დანი ალვესის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნებაა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი "ბარსელონაში" დაბრუნების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელის პრიორიტეტი კარიერის კატალონიურ კლუბში გაგრძელებაა, მაგრამ "ბლაუგრანას" პოზიციის გათვალისწინებით, ამის შანსები ნაკლებია და ალვესისთვის ბრძოლაში ფავორიტად "მანჩესტერ სიტი" ითვლება.

დანი ალვესი "ბარსელონაში" 2008-2016 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 391 შეხვედრა ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 23 ტიტული მოიგო.

2016 წელს ალვესი "იუვენტუსში" გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი პსჟ-ს მიაშურა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში დატოვა. ამჟამად ალვესი უგუნდოდაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 21 ივლისი 2019 01:32
    0
    ციტატა: Vachi9
    ეს რო მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში მეტი რა გინდათ, უდიდესი ძალა იქნება როგირც დაცვაში, ისე შეტევაში, თან ასაკიდა გამომდინარე საკაიფო კონდიციებშია და 1.5-2 წელს გაქაჩავს უპრობლემოდ

    რატო ზამენიდან? 90 წუთსაც იდეალურად ითამაშებს 1-2 წელი. ვერ ნახეთ კოპაზე იფრინა. ჩემი აზრით სემედოს ძირითადის კაცად ქცევა და მნიშვნელოვან თამაშებში დანის გამოყენება კარგი იქნებოდა. არ ვიიცი ზამენაზე შეინარჩუნებს თუ არა ფორმას ამიტო დრო თუ არ შესთავაზე არ მოვა. რობერტო გადავიდეს ნახევარდაცვაში, რაკიტიჩი წავიდეს, მარჯვენა ფლანგზე კიდე სემედო-ალვეშის როტაცია ისე რო არც ერთი დაიჩაგროს, ვაგე იჯარით წავა. კარგი რასკლადია მარა ვალვერდე თუ ალვეშს გადააკვდა სემედოს დამარხავს და არ მინდა. თორე დანის დაბრუნება ყველაზე მაგარი იქნებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ივლისი 2019 23:33
    3
    დააბრუნეთ იდეა;ური ზამნა იქნება იმ რობერტოს კიდე დაახვევინეთ ერთხელ და სამუდამოდ გუნდიდან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2019 23:01
    1
    ძაან გამეცინა smile

    ჯერ ერთი არ უნდა გაეშვათ და მეორე დაბრუნება გვიანია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივლისი 2019 21:33
    1
    იუვესი რო წაეწუწა ძაან ატლიკინდა და ეხლა დამაგრიალდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ივლისი 2019 21:32
    1
    ყველაზე მეტად მევასებოდა დანი ბარცელონაში მაგრამ მაგის დრო წავიდა ამისთვის 10 მილიონი ხელფასის გადახდას ნორმალური მარცხენა მცველი და ნახევარმცველი მოიყვანონ ახალგაზრდები გვჭირდება
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002