DelSol-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ლეგენდა ლუის სუარესი 2014 წელს “ბარსაში” ტრანსფერის დეტალებს იხსენებს.
2013/14 წლების სეზონში ლუის სუარესმა “ლივერპულში” ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და 33 მატჩში გატანილი 31 გოლით “ოქროს ბუციც” მოიპოვა. ამან “რეალ მადრიდსა” და “ბარსელონაში” ურუგვაელის მიმართ ინტერესი გააჩინა. სუარესი ამბობს:
მსოფლიო ჩემპიონატამდე “რეალ მადრიდს” ჩემი შეძენა სურდა. ისინი ბენზემას “არსენალისთვის” მიყიდვას გეგმავდნენ და ეს, პრაქტიკულად, უკვე გაკეთებულიც იყო. მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და [კიელინის] კბენის ეპიზოდი მოხდა, მადრიდელებმა ინტერესი შეასუსტეს, ხოლო “ბარსელონა” უფრო წინ წამოიწია. საბოლოოდ, ორივე კლუბს შორის მქონდა არჩევანი, თუმცა მე “ბარსა” ავირჩიე, რადგან აქ თამაში ჩემი ოცნება იყო.
სუარესის “ბარსელონაში” გადმოსვლამ მესისა და ნეიმარის გვერდით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) შემტევი ტრიო შექმნა. ურუგვაელი “ბარსელონას” ლეგენდა გახდა. მან კატალონიელთა რიგებში ჩატარებულ 283 მატჩში 195 გოლი გაიტანა.
ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო ცხრიანი იქნება ეს კაცი.
ელ პისტოლერო, რამდენი ლამაზი მომენტი გვაჩუქე <3 მადლობა!
ნეიმარია მოსაკლავი, რა ტრიო დაშალა მაგ დებილმა. არადა მესიზე ჟილკიანი იყო და ვერ ინელებდა რო ლეოს ამჯობინებდნენ ყველგან, ამიტომაც "გავიდა მესის ჩრდილიდან" და მოხვდა უკუნეთში.
რამდენჯერ გაამწარე ეს ბებერი მელა, გრცხვენოდეს ჯეკა.
ქეც მიტომ უბაბანებდი მაგ ახვრეს შიგ კასილასში😂😂😂😂 ელ პისტოლერო