workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჩაბი ალონსოს ვარიანტსაც განიხილავს

ბარსელონა ჩაბი ალონსოს ვარიანტსაც განიხილავს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” მომავალი მწვრთნელის კანდიდატებს შორის ჩაბი ალონსოც ჰყავს. 

“ლევერკუზენის” დამრიგებელი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მისი გუნდი ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და “ბაიერნს” 2 ქულით უსწრებს.

ალონსოს “რეალ მადრიდსაც” უკავშირებდნენ, მაგრამ “ლოს ბლანკოსმა” კარლო ანჩელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახლა კი ის “ლივერპულში” იურგენ კლოპის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

“რეალ მადრიდის” ყოფილი ფეხბურთელობა, “ლივერპულის” (მისი კიდევ ერთი ყოფილი კლუბი) ინტერესი და ფინანსური პრობლემები “ბარსას” საქმეს ურთულებს, მაგრამ კატალონიურ გრანდს, ძლიერი სურვილის შემთხვევაში, ალონსოს დარწმუნება შეუძლია.

როგორც დეკუ ამბობს, “ბლაუგრანას” მოლაპარაკებები ჯერ არავისთან დაუწყია, მაგრამ კლუბი შიდა სამზარეულოში ვარიანტებს განიხილავს. “ბარსას” შრომისმოყვარე, შემტევი სპეციალისტის მოყვანა სურს.

კატალონიური პრესის ცნობით, “ბარსელონას” სიაში შემდეგი მწვრთნელებიცაა: მიკელ არტეტა (“არსენალი”), ლუის ენრიკე (პსჟ), რობერტო დე ძერბი (“ბრაიტონი”), ჰანსი ფლიკი (თავისუფალი აგენტი), უნაი ემერი (“ასტონ ვილა”), იურგენ კლოპი (“ლივერპული”), სერჟიო კონსეისაუ (“პორტუ”), იმანოლ ალგუასილი (“სოსიედადი”), მიჩელი (“ჟირონა”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 11 თებ 2024, 17:05
    #5

    თვითონ ალონსო არ განიხილავს ბარსა და რა აზრი აქვს?

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 10 თებ 2024, 00:17
    #4

    არც მინდა და არც მოვა wink

  • M10 S9 D11
    schedule 09 თებ 2024, 22:24
    #3

    აი ეგ ისეთი ზღაპარია როგორც კიმ ჩენ ინის გადადგომა

  • nika 54
    schedule 09 თებ 2024, 20:53
    #2

    ალონსოს ვინ მოგვცემს. იმის გარდა რო მადრიდისტაა, პერესი უკვე ელაპარაკა და დაბრონილი ყავს. ამ დაქცეულ კლუბში არც მოვა ისევ ლივერპულში წავა.

  • araujo4
    schedule 09 თებ 2024, 19:04
    #1

    ლივერპულში წავა.