ბარსელონა-აინტრახტი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-აინტრახტი | მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგაში საქმე ისე წაგვივიდა, შეგვიძლია, აქცენტი ევროპა ლიგაზე გავაკეთოთ და ჩავის კომენტარებში ეს მესიჯი უკვე იკვეთება. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ლა ლიგაში ოთხეულს მიღმა დავრჩეთ. ესპანეთის სუპერ თასზე გამსვლელი მე-2 ადგილის დაკავების უმთავრესი კანდიდატიც სწორედ "ბლაუგრანაა". რაც შეეხება ჩემპიონობას, აქ უკვე "რეალმა" უნდა მოინდომოს ძალიან და მადრიდელებს ამის სურვილი არ ემჩნევათ.

ჩავის თქმით, "ბარსელონას" მიზანი ევროტურნირია და თუ ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, მაშინ იყოს ევროპა ლიგა. კი ბატონო, იყოს!

სათამაშო ფორმა

ევროპის ტოპ ლიგებში მოთამაშე გუნდებს შორის საუკეთესო წაუგებელი სერია "ბარსელონას" აქვს. კატალონიელები უკვე 15 თამაშია, არ დამარცხებულან.

ევროპა ლიგაზე კატალონიელებს წაგება 2004 წლის შემდეგ არ აქვთ, თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან 2004-2022 წლებში "ბლაუგრანას" ამ ტურნირზე საერთოდ არ უთამაშია. მიმდინარე გათამაშებაში ჩავის გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, სახლში ორჯერ ფრედ ითამაშა, სტუმრად კი 2-ჯერ მოიგო და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ევროპა ლიგაზე საშინაო წაგებას - ასეთი რამ ბოლოს 1996 წელს მოხდა, როდესაც "კამპ ნოუზე" მიუნხენის "ბაიერნმა" 2-1 მოიგო.

"აინტრახტს" ცუდი პერიოდი უდგას. ოლივერ გლასნერის გუნდს უკვე 5 თამაშია, არ მოუგია. თუ წინა ოთხ შემთხვევაში ფრანკფურტელები ფრედ თამაშობდნენ, ბუნდესლიგის წინა ტურში "ფრაიბურგთნ" საკუთარ კედლებში დამარცხდნენ. "აინტრახტი" მე-9 ადგილზეა და ევროზონას 5 ქულით ჩამორჩება, წინ კი მხოლოდ 5 ტურია.

გერმანელებს ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვთ. გლასნერის გუნდმა 9 შეხვედრიდან 4 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა. ისევე, როგორც ბუნდესლიგაში, "აინტრახტი" ევროპა ლიგაზეც სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე. მეტოქის მოედანზე ფრანკფურტელებმა ოთხიდან სამი თამაში მოიგეს, საკუთარ კედლებში კი ხუთიდან მხოლოდ ერთი.

დანაკლისი

"ბარსელონას" ისევ არ ეყოლება ანსუ ფატი, დანი ალვესი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი. კარგი ამბავია სერჟინიო დესტისა და მემფის დეპაის დაბრუნება. განაცხადში მოხვდა ჟერარ პიკე, მაგრამ მას თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია და მოსალოდნელია, რომ დღეს ვერც მიიღებს. სავარაუდოდ პიკეზეა დამოკიდებული სერჟინიო დესტის თამაშიც. ამერიკელი ახალი გამოჯანმრთელებულია და დიდი ალბათობით, ჩავის არ სურს, ის სასტარტოში დააყენოს. მაგრამ თუ პიკეს გამოჯანმრთელება ვერ მოესწრო, ჩავის არჩევანი დესტსა და ლანგლეს შორის ექნება გასაკეთებელი და "ლევანტესთან" რამდენიმე დღის წინ გამართულმა შეხვედრამაც გვიჩვენა, რომ ლანგლეს ნდობა არ შეიძლება. თუ პიკე ვერ გამოჯანმრთელდა, მაშინ რონალდ არაუხოს დაცვის ცენტრში თამაში მოუწევს, დესტს კი მის მარჯვენა ფლანგზე.

დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ევროტურნირის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ ბუსკეტსი, გარსია, გავი, ალბა და პიკე.

"აინტრახტს" ტრავმირებული კრისტოფერ ლენცი და დისკვალიფიცირებული ტუტა არ ეყოლება. ლენცის არყოფნა დიდი დანაკლისი არაა, ტუტა კი გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრია.

ურთიერთშეხვედრები

ერთი კვირის წინ გერმანიაში გამართული შეხვედრა (1-1) ამ გუნდების პირველი ოფიციალური დაპირისპირება იყო.

"აინტრახტს" ესპანურ გუნდებთან სულ 9-ჯერ უთამაშია. ფრანკფურტელებს 5 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი აქვთ. ის ერთადერთი შეხვედრაც გერმანელებმა 1960 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში "რეალთან" წააგეს, მას შემდეგ კი ესპანელებთან 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. მეტოქის მოედანზე გერმანელებმა ოთხიდან 3 შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

"აინტრახტი" მე-19 გერმანული გუნდია, რომელსაც "ბარსელონა" უპირისპირდება. 18 გუნდიდან ერთადერთი, რომელსაც "ბლაუგრანასთან" დადებითი ბალანსი აქვს, "ბაიერნია".

გერმანულ გუნდებთან სულ გამართულ 70 თამაშში "ბარსელონას" 36 მოგება, 15 ფრე და 19 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 123 და გაუშვეს 83 გოლი.

საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 35 თამაშში "ბლაუგრანას" 26 მოგება, 1 ფრე და 8 მარცხი აქვს.

ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრამდე "ბარსას" გერმანულ გუნდებთან ბოლო 3 თამაში წაგებული ჰქონდა და სამივე ეს მარცხი "ბაიერნზე" მოდის. "ბაიერნის" გარდა სხვა გერმანულ გუნდთან "ბლაუგრანამ" ბოლოს 2001 წლის სექტემბერში წააგო, როდესაც "ლევერკუზენთან" სტუმრად 1-2 დამარცხდა.

არბიტრი

შეხვედრის განსჯა UEFA-მ პორტუგალიელ არტურ სოარეშ დიაშს დაავალა.

დიაში 42 წლისაა. ის FIFA-ს არბიტრი 2021 წლიდანაა.

არტურ დიაში კარიერის განმავლობაში მატჩში საშუალოდ 29 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ასევე აჩვენებს 4.29 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს.

არტურ სოარეშ დიაშს არც "ბარსელონას" და არც "აინტრახტის" მატჩში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია.

"ბარსელონასა" და "აინტრახტის" თამაში 14 აპრილს, 23:00 საათზე, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

სტატისტიკა

  • "ბარსელონას" 15 თამაშია, არ წაუგია, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია;
  • არც "ბარსელონას" და არც "აინტრახტს" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს;
  • "აინტრახტს" ბოლო 5 თამაშში მოგება არ აქვს;
  • "აინტრახტის" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "აინტრახტის" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "აინტრახტი" ესპანურ გუნდებთან 1960 წლის შემდეგ არ აგებს;
  • "აინტრახტს" ესპანურ გუნდთან სტუმრად გამართული შეხვედრა არასდროს წაუგია;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.33 ანიჭებენ, რაც მოგების 75%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 76%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ვფიქრობ, ბურთის დაკარგვის კუთხით სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, რაც ჩვენთვის უპირატესობაა, მაგრამ რაიმე გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გვქონდეს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

აინტრახტი: ტრაპი, ჰინტერეგერი, ჰასებე, ნ'დიკა, კნაუფი, იაკიჩი, სოუ, კოსტიჩი, ლინდსტრომი, ბორე, კამადა

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი, დემბელე, ოობამეიანგი, ტორესი

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი, ტურე, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, კნაუფი, იაკიჩი, სოუ, კოსტიჩი, ლინდსტრომი, ბორე, კამადა

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი, ტურე, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, კნაუფი, იაკიჩი, სოუ, კოსტიჩი, ლინდსტომი, ლამერსი, კამადა

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, ლანგლე/პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

აინტრახტი (5-2-3-): ტრაპი, კნაუფი, ტურე, ჰინტერეგერი, ნ'დიკა, კოსტიჩი, როდე, იაკიჩი, კამადა, ბორე, ლინდსტრომი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

აინტრახტი (3-4-3): ტრაპი, ჰინტერეგერი, ჰასებე, ნ'დიკა, კლაუფი, იაკიჩი, როდე, კოსტიჩი, ლინდსტრომი, კამადა, ბორე

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportsmole: 3-1
  • Sportskeeda: 2-0
  • Squawka: 2-0

ტრანსლაცია

თამაში 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3, აჭარასპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აპრილი 2022 22:01
    0
    ჰოდა 63 წლის მერე აიკიდებს წაგებულის იარლიყს.

    ციტატა: totti10
    ბარსელონამ მე2 ნომრად უნდა ითამაშოს წყნარად მშვიდად და ეგრევე შეტევით არ მგონია გამოიჩინოს ბარსელონამ თავი, შეიძლება უცებ სწრაფი გოლი გაიტანოს და მერე მშვიდად აუღელვებლად წარმართოს თამაშიიი,

    გეთანხმები, მეორე ნომრად უნდა ათამაშოს ხავიმ, ავტობუსი უნდა ჩააყენოს სიმეონეს მსგავსად და საჯარიმო უნდა დანაღმოს. და ეს კამპ ნოუზე აინტრახტთან.
    შენ საყვარელ გუნდში გეშლება, რომელიც კონტრშეტევების იმედადაა დარჩენილი.
    ფანი [?]
    #5 14 აპრილი 2022 18:42
    1
    ოეეე, ყანა-მადრიდის შტირლიცებო! ეს ბარსაა! პლანეტის საუკეთესო! მე-2 ნომრად რეალს ათოხნინეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აპრილი 2022 17:26
    0
    დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ევროტურნირის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ ბუსკეტსი, გარსია, გავი, ალბა და პიკე.
    წინა თამაშზეც დაიწერა და როგორც ვხედავთ არავის მიუღია ყვითელი. იმედია ამ ტურნირს ისე მოვიგებთ თამაშის გამოტოვება არავის მოუწევს, ნუ ფინალში თუ მივიღებთ ეგ არ იქნება პრობლემა.
    ფანი [?]
    #3 14 აპრილი 2022 14:20
    1
    ციტატა: totti10
    ბარსელონამ მე2 ნომრად უნდა ითამაშოს წყნარად მშვიდად და ეგრევე შეტევით არ მგონია გამოიჩინოს ბარსელონამ თავი, შეიძლება უცებ სწრაფი გოლი გაიტანოს და მერე მშვიდად აუღელვებლად წარმართოს თამაშიიი,

    რეალში გეშლებით მეგობარო, რა მეორე ნომრად თამაში :დდდდდდდდ ჩავი მოკვდება და გუნდს მეორე ნომრად მაინც არ ათამაშებს.
    ფანი [?]
    #2 14 აპრილი 2022 13:05
    3
    წარმატებები ბარსელონას❤❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 აპრილი 2022 12:58
    0
    იმედია ტრაპი თავს არ გაიგიჟებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid