მექსიკური “ამერიკის” ნახევარმცველმა, ჯონათან დოს სანტოსმა “ბარსელონასთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ბარსაზე” ძალიან მიჯაჭვული ვარ. კარიერა “ბარსელონაში” დავიწყე, პროფესიონალური დებიუტი იქ ჩავატარე. ყოველთვის კლუბის მადლიერი ვიქნები, რომელმაც ყველაფერი მომცა. მე ასევე ორი ყოფილი თანაგუნდელი, ჩავი და სერჟი რობერტო ვნახე.
– თქვა მექსიკელმა.
დოს სანტოსმა “ბარსელონა” 2014 წელს დატოვა და “ვილიარეალს” მიაშურა, შემდეგ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადავიდა, აშშ-დან გეზი კი მშობლიური მექსიკისაკენ აიღო და “ამერიკას” შეუერთდა.
შენი ყოფილი თანაგუნდელი დღეს ,,ტოპ" მწვრთნელია. გაიზარდა ბიჭი.
მახსოვს ამის თამაში.