ბარსელონა დანი ალვესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს და ხელფასს გაუზრდის

ბარსელონა დანი ალვესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს და ხელფასს გაუზრდის

Sport-ის ცნობით, "ბარსელონამ" დანი ალვესისთვის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების შეთავაზება უკვე გადაწყვიტა.

წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მალე დაიწყება და მოსალოდნელია, რომ შეთანხმება მოკლე დროში შედგება, რადგან ეს როგორც დანის, ისე ჩავისა და "ბარსასაც" სურთ.

ამასთან, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ალვესის ხელფასს გაზრდიან - ამჟამად, ბრაზილიელი ლა ლიგის წესებით გათვალისწინებულ, მინიმალურ ანაზღაურებას იღებს და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად უფასოდ თამაშობს.

38 წლის ლეგენდის მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება.

როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, დანის პოზიციაზე "ბლაუგრანას" მესვეურები სესარ ასპილიკუეტასა და ნუსაირ მაზრაუის დამატებაზეც მუშაობენ, თუმცა, შესაძლოა, ამ უკანასკნელის მოსვლა ერლინგ ჰოლანდის პოტენციურ ტრანსფერზე იყოს დამოკიდებული.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულში ოსკარ მინგესასა და სერჟინიო დესტის გაშვებაზეც ფიქრობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 მარტი 2022 15:28
    1
    მე მგონი ბოლო თამაშში ვერ დატოვა ამან კარგი შთაბეჭდილება და რა მოხდება ამ ერთ წელიწადში მარტო ღმერთმა უწყის. ან ხელფასის მომატება რა აუცილებელია. უფასოდ თამაშობსო და მე მგონი ამას სადღაც 150 ათასის ფარგლებში აქვს შემოსავალი. თანაც თვითონვე თქვა უფასოდაც კი ითამაშებდა. იმიტომ რომ არც დანაზოგები ექნება მცირე და რაც ყველაზე მთავარია ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელობა ფაქტიურად მუნდიალზე ნაკრებში გარანტირებულად მოხვედრას ნიშნავს.
    ამაზე კი ის მართლა ოცნებობს და არც ისე ბევრია დარჩენილი მის დაწყებამდე.
    Culé [?]
    #7 8 მარტი 2022 01:11
    1
    დესტი დატოვონ მონდომებულია. მინგესა ,უმტიტი, ლენგლე მოსაშორებელია.
    Culé [?]
    #6 7 მარტი 2022 23:14
    3
    ალვეში რომ ლეგენდაა ფაქტია მაგრამ იმედების 38 წლის კაცზე დამყარება ისეთ პოზიციაზე სადაც ძაან დიდი ენერგია და სისწრაფეა საჭირო არამგონია გამართლებული, ელჩესთანაც კი გამოჩნდა ასაკი რამხელა სხვაობას აძლევს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 მარტი 2022 22:05
    2
    მეორე ტაიმში რო ქაქანით დადის ვეღარც დარბის, წადი რა ძმაო დაისვენე რა მესმის ეხლა მსოფლიოა და გინდა თამაში მარა იმის მერე ვფიქრობ ზედმეტია უკვე ამისი თამაში. მემგონი გვირჩევია დაგვამახსოვრდეს მხეცად და არა მაჩანჩალა ენა გადმოგდებულ და ვიღაცეების ნათრევად
    Culé [?]
    #4 7 მარტი 2022 21:38
    4
    დესტი არაა გასაშვები და დანის გაუხანგრძლივონ კონტრაქტი
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 მარტი 2022 21:16
    2
    კარგია ეკუთვნის დანის ყველაფერი ვაბშე და იმედია ვინმე ღირსეულ შემცვლელს უპოვნიან ... ეხლა ოსასუნასთან იმედია ხავიი სკამზე დატოვებს არაუხოს და გარსიას ათამაშებს თორე აიკიდებს ყვითელს და მერე კლასიკოში უნდა დადგეს ის კუანა
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 მარტი 2022 20:59
    2
    Ძაან კლასნია, მისი მოძრაობები ხომ ცალკე სიამოვნებაა😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 მარტი 2022 20:57
    2
    ახალი კონტრაქტიც მისცენ და გსუასმაგონ ხელფასი:D:D, ისედაც დოლარი აქ კვირაში😆