ბარსელონაში ლეო მესის დაბრუნების საკითხს მალე განიხილავენ
ესპანელი ჟურნალისტი, სიკე როდრიგესი La Porteria-სთან ინტერვიუში "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობების თანახმად, მომავალ სეზონში ლეო მესის "ბარსაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით გუნდის ხელმძღვანელებს შორის მალე მსჯელობა დაიწყება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ვერ შეძლებენ.
ლეგენდარულმა არგენტინელმა "ბლაუგრანა" გასული სეზონის ბოლოს დატოვა, ვინაიდან, "ლა პულგას" კონტრაქტი ამოეწურა, მისი დარეგისტრირებისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების საშუალება კი კლუბს ესპანეთში არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა არ მისცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]