ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან: ბარსელონაში იმედს ვხედავ!

ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან: ბარსელონაში იმედს ვხედავ!

ჟოან ლაპორტას "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა.

2021 წლის 7 მარტს ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და გაუდგა გზა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მოსალოდნელზე რთული გამოდგა.

განვლილ ერთ წელს ლაპორტა Sport-ისთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში აფასებს.

- იყო ეს წელი ისეთი, როგორსაც ელოდით?

- ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ არა. კიდევ უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ველოდი. ამის მიზეზი სახელფასო ჭერია. ამან საქმე ძალიან გაგვირთულა. სწორედ ამიტომ ვაფასებ იმას, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა.

- რომელი იყო საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტი ამ ერთი წლის განმავლობაში?

- ყველაზე ცუდი მესის წასვლა იყო. საუკეთესო კი იმის ხილვაა, თუ როგორ აუმჯობესებს ჩავი და მისი ხალხი ჩვენს გუნდს. ასევე ის ერთიანობა, რომელიც დირექტორთა საბჭოში სუფევს. ამ გაბედული ხალხის მიზანია, "ბარსელონას" გულშემატკივრებს სიხარული დაუბრუნონ. ამ მიზნისკენ მიმავალ გზას ვადგავართ.

- ნანობთ რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში მიიღეთ?

- არცერთ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ზოგიერთი მათგანი რთული მისაღები იყო, მაგრამ მათ არ ვნანობ. კლუბი ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენო, ყველაზე და ყველაფერზე მაღლა.

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვით, რომ გინდოდათ, კატალონიელების ოცნებები გაგეცოცხლებინათ. შეძელით ეს?

- ვთქვი, რომ "ბარსელონაში" სიხარული დაბრუნდებოდა და ამ გზას ვადგავართ. ახლა გაცილებით მეტ იმედსა და სიხარულს ვხედავ. ველით, რომ ეს იმედი სიხარულში გადაიზრდება, რადგან ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ. ყოველ საათსა და ყოველ წუთს იმისთვის მუშაობაში ვატარებთ, რომ ტიტულები მოვიგოთ და "ბარსელონაში" სიხარული დავაბრუნოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 8 მარტი 2022 16:16
    0
    მესის იმედი ნუ გვექნება, პსჟ-მ ნეიმარი არ დააბრუნა და მესის დააბრუნებს? კონტრაქტი მუშაობს ჯერჯერობით.
    Culé [?]
    #9 8 მარტი 2022 12:04
    0
    კაი პრეზიდენტი ხარ შენ❤️😁
    Culé [?]
    #8 8 მარტი 2022 00:12
    0
    კულეებო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მესის არ ყოფნა, ერთის მხრივ მისაღებია, ის აღარაა პატარა ბიჭი! რატომ? მესისთან ერთად დღეს ესეთი ბარსა არ იქნებოდა, რასაც რეალობაში ჩავის ხელში ვხედავთ, ვინადან ისევ თამაში მასზე იქნებოდა აწყობილი, ბევრი ახალი ტალანტი დაბლაგვდებოდა, შესაბამისად ჩავი ამას არ გაატარებდა! ეს წასვლამდეც იცოდა ლეომაც მომავალი ბარსას აღმშენებლობის სტრატეგიის სამომავლო მიზანი, დიდი ალბათობით ამის გამოც დატოვა. სავარაუდოდ მესი ბარსაში აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ სხვა ამპლუაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 მარტი 2022 18:13
    3
    უმაღლესი დონის პრეზიდენტი და ნაღდი კულეა , თან უკვე დაამტკიცა ეს ყველაფერი არაერთხელ, გინდ ადრე და გინდ ახლა
    Culé [?]
    #6 7 მარტი 2022 17:57
    0
    ციტატა: Memphis Depay
    ეჰ ლეოც რო ჩვენთან იყოს მთლა გაასწორებდა.

    ხო მარა მესი წავიდოდა 2 წელში და რაც გავიარეთ ისევ ხელახლა უნდა გაგვევლო მომავალში. ლიგას და ლა ლიგას მაინც ვერ მოვიგებდით და მესისთვისაც უკეთესია კონკურენტუნარიან გუნდში რომ თამაშობს.
    ფანი [?]
    #5 7 მარტი 2022 17:07
    2
    ეჰ ლეოც რო ჩვენთან იყოს მთლა გაასწორებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 მარტი 2022 16:35
    4
    ჩემო პრეზიდენტო🥰🥰🥰
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 მარტი 2022 16:29
    4
    მესი არ უნდა გაგეშვა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 მარტი 2022 16:12
    3
    ძალიან უყვარს ბარსელონა ამ კაცს ✌❤ მიდი შე კაი კაცო ჰალანდიც დაითრიე და ეგაა ❤
    Culé [?]
    #1 7 მარტი 2022 16:11
    4
    ევროპა ლიგის მოგება იდეალური დაგვირგვინება იქნებოდა