თერთმეტმეტრიანების შემსრულებლად მემფის დეპაი რჩება
ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ უამრავი სხვა პრობლემის გარდა გუნდს ერთი თავისტკივილი გაუჩნდა - ვინ უნდა შეასრულოს სტანდარტები?
არგენტინელი შეუცვლელი იყო როგორც თერთმეტმეტრიანების, ასევე ჯარიმების შესრულების დროს და ხშირად კუთხურის ალამთანაც ის მიდიოდა. ჯარიმებში ლეოს შემცვლელს რომ ვერ ვიპოვიდით, ეს თავიდანვე ცხადი იყო და ასეც ხდება, პენალტებში კი "ბარსას" ერთი გამოკვეთილი შემსრულებელი გამოუჩნდა.
სეზონის პირველ ნახევარში "ბლაუგრანაში" თერთმეტმეტრიანებს მემფის დეპაი ასრულებდა. შემდეგ მან ტრავმა მიიღო, იანვარში კი გუნდმა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებსაც, შესაძლოა, ამ სტატუსზე ამბიცია ჰქონდეთ. თუმცა Sport-ის ცნობით ჩავი ამ მიმართულებით ცვლილებას არ გეგმავს და გუნდში პენალტების მთავარ შემსრულებლად კვლავ დეპაი დარჩება, ხოლო როდესაც ის მოედანზე არ იქნება, თერთმეტმეტრიანს ფერან ტორესი შეასრულებს. ეს გუშინდელ შეხვედრაშიც დადასტურდა, როდესაც მნიშვნელოვანი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე ნიდერლანდელმა აიღო.
მიმდინარე სეზონში დეპაიმ "ბარსელონას" მაისურით 5 პენალტი დაარტყა და 4 გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]