workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს გრიმალდო: ბარსელონას ჩემი დაბრუნება არასდროს უცდია

ალექს გრიმალდო: ბარსელონას ჩემი დაბრუნება არასდროს უცდია

“ბარსელონას” აღზრდილი და ამჟამად “ბაიერ ლევეკუზენში” მოთამაშე მარცხენა მცველი ალექს გრიმალდო კატალონიურ გუნდში მის ყოფნას იხსენებს.

ბოლო წლებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსას” გრიმალდოს დაბრუნება სურდა, მაგრამ საქმე რეალურ მოლაპარაკებებამდე არასდროს მისულა. ამას თავად ფეხბურთელიც ადასტურებს.

“ბარსელონას” ჩემ მიმართ რეალური ინტერესი არასდროს გამოუჩენია. ჩემს წარმომადგენელსა და “ბარსას” მწვრთნელს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ დაბრუნების შეთავაზება არასდროს მიმიღია. კატალონიელები უკვე არსებულ ორ განაპირა მცველზე იყვნენ ფოკუსირებულნი და სხვა ვარიანტებს არ განიხილავდნენ.

“ბარსელონამ” მსოფლიოსა და ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვალა. ახლა, როდესაც ფეხბურთელი პირველ გუნდში მოხვდება, მას აღარ აქვს ის შიში, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს ფეხბურთელები თავიანთი ხასიათის წარმოჩენას ახერხებენ.

“ბარსა ბ-ში” ჩემ პირველ სეზონში ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. სარეზერვო გუნდი რომ არ ვყოფილიყავით, ლა ლიგაში თამაშსაც შევძლებდით.

– აცხადებს 28 წლის ფეხბურთელი.

გრიმალდო “ბარსელონაში” 2008-2016 წლებში ირიცხებოდა, აქედან ბოლო 5 წელი მან “ბარსა ბ-ში” გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 08 ნოე 2023, 00:01
    #8

    კარგი ბიჭია, მაგრამ ბარსას ძირითადის დონე ვერაა.

  • nika 54
    schedule 07 ნოე 2023, 20:24
    #7

    28 წლის საშუალო შესაძლებლობის პატრონს ბარსაში არა მგონია დიდი პერსპექტივა ქონდეს. თვითონ უნდა უკეთ გაისარჯოს, რომ თავი მოაწონოს ხელმძღვანელობას. თორემ შენმა წარმომადგენელმა რამდენიც არ უნდა იძახოს ბარსაში უნდა თამაშიო თუ ამას მტკიცებულება არ დაერთო შენი კარგად თამაშის შესახებ, სულ ასე განწირული იქნები

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 07 ნოე 2023, 00:49
    #6

    უკვე 28 წლის ყოფილა ეეს flushed

  • BarcaFan❤💙
    schedule 06 ნოე 2023, 21:47
    #5

    უნდა დააბრუნონ ბალდეს გამოფხიზლება ჭირდება თან რო რამე ამას მარჯვნივაც თამაში შეუძლია მოკლედ დასაბრუნებელი კაცია რა გაიას მოყვანაზე რო ჩალიჩობდნენ 4 წელი ამის მოყვანაზე უნდა ეჩაკიჩათ ტიპი ეგრევე დატოვებდა ბენფიკას ლიგის ფინალშიც რომ ყოფილიყვნენ გასულები იმ დონეზე უნდოდა დაბრუნება ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე თავაზობდა აგენტი ბარსას ზამთარში თუ ვერ ზაფხულში მაინც უნდა დააბრუნონ

  • nikolozi96
    schedule 06 ნოე 2023, 21:25
    #4

    ბალდე ძაან ცუდი გახდა შეტევაში და აუცილბელად სჭირდება შემცვლელი

  • NEYBarca
    schedule 06 ნოე 2023, 21:07
    #3

    ბალდეს ძაან აგდებულად უყურებთ თქვენ 🙂 შეტევაში კი მოიკოჭლებს ეს ბოლო ხანია მარა მაგ ასპექტში ყველამ მოუკლო რატომღაც მარტო ბალდე არაა გამონაკლისი, თანაც ალბას დროინდელივით პრახადნოი დვორი არ გვაქ მარცხენა ფლანგზე დაცვაში 🙂

  • JustBarcaLover
    schedule 06 ნოე 2023, 20:43
    #2

    ეს კაცი რო მოიყვანონ როგორ მოიხოდება ბალდე უბრალოდ იგრძნობს კონკურენციას

  • Don_Andresito
    schedule 06 ნოე 2023, 20:10
    #1

    მილიონჯერ მაინც დავწერე წელს უფასო რო იყო, სკამს ახეხინებდა სწორხაზოვან ბალდეს. ამაზე კაი უფასოდ ვინ უნდა გვეყიდა. მარა ხავის ჯვარი აქ დაწერილი ალონსოზე. ისე ენრიკემაც მაგრა მიქარა, მაგარი პრესეზონი ქონდა გრიმალდოს, მეთქი შეამჩნევს ლუჩო და დააწინაურებს თქო და უცებ გაუშვეს. და დინი იყიდეს.. მირანდაც გააჩუქეს, კუკურელიაც, რომელიც 60 ად გადაყიდეს მერე. მირანდაც მაგარ ფორმაშია ეხლა. ჩვენ კიდე ალონსო გვყავს