“ბარსელონას” ესპანელი უნივერსალი მცველი მარკოს ალონსო იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გამოცვლას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.
კატალონიური მედიის ცნობით, გავრცელებული ჭორების მიუხედავად 32 წლის ფეხბურთელი იანვარში “ბარსას” დატოვებას არ გეგმავს. მას სურს, “ბლაუგრანაში” კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ სეზონის ბოლომდე დარჩეს და თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდებიან, ამის შემდეგაც.
ინიგო მარტინესის “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ მარკოს ალონსოს დაცვის ცენტრში სათამაშო დრო შეუმცირდა. ვინაიდან გუნდის მთავარი მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდეა, ალონსოს ხშირად ვერც ამ პოზიციაზე ვხედავთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ ბალდეს ტრავმის გამო “ბილბაოსთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ვეტერან ესპანელს ვიხილავთ.
მარკოს ალონსომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა და ფეხბურთელისთვის არც კლუბის ხელმძღვანელობას უთქვამს, რომ იანვარში მის ტრანსფერზე შეთავაზებების მიღებას განიხილავენ.
მარკოს ალონსომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა და ფეხბურთელისთვის არც კლუბის ხელმძღვანელობას უთქვამს, რომ იანვარში მის ტრანსფერზე შეთავაზებების მიღებას განიხილავენ.
თუ არ მიდის და არც კლუბი უშვებს, მაშინ რაზეა ლაპარაკი? რა კომენტარი გავაკეთოთ?
ბალდე ხშირად უნდა გადაჯდეს ხოლმე სკამზე და ამან ითამაშოს. თორემ ალბას წასვლის მერე აშკარად ვეღარ გრძნობს კონკურენციას ბალდე და განვითარების არ ეტყობა არაფერი.
გაასხი რაა შენს ხელფასად ვინმე ნორმალურ მარვხენა მცველს მოიყვანენ და ბალდეს წესიერი კონკურენტი ეყოლება
იდეაში ამის ჩანაცვლება არაფერია, რომც არ იყიდონ ბარსა ატლეტიკიდან ამოიყვანონ ვინმე, ალონსოს დონეს მაინც დადებს მემგონი, თუ მაინც მოყვანა ენდომებათ ან თავისუფალი აგენტი ან 2-3 მილიონად ვინმე რიგითი😃
რო გაუშვან ზამენაზე ვინ იქნება ბალდე რო დაიმტვრეს ან რამე კანსელო რო გადავწიოთ მარცხნივ მაშინ კუნდე ან არაუხომ უნდა გაიჭირვონ ისევ