workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი და ორიოლ რომეუ ანტვერპენთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი და ორიოლ რომეუ ანტვერპენთან მატჩის წინ

ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება. კატალონიური გრანდი “ლუის კომპანისზე” “ანტვერპენს” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესმა და ორიოლ რომეუმ აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

რომეუ:

ძალიან გახარებული ვარ. გუნდში პოზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებთ, ევროტურნირებზე გასულ წლებთან შედარებით უკეთ ვიასპარეზებთ. 

გვინდა, ტურნირი კარგად დავიწყოთ, პირველივე ტურიდან ჯგუფის ლიდერები გავხდეთ და მოედანზე ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

ორივე ჟოაუს გუნდში მოსვლა სურდა, ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და გუნდს ძალიან ბევრს აძლევენ.

როდესაც “საუთჰემპტონში” მიდიხარ, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს “ბარსელონაში” ითამაშებ.

ყველამ იცის თავისი როლი. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც უნდა გავაუმჯობესო და სეზონის მსვლელობასთან ერთად ამას შეამჩნევთ. ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ეტაპობრივად ადაპტაცია უნდა გაიარონ.

დე იონგთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, გახსნილი, კეთილი და მეგობრულია. გასახდელში კარგი სიტუაციაა. ფრენკი მოედანზე არაჩვეულებრივია. ის ბურთს ყოველთვის სწორ პოზიციაში გაძლევს. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გავი დაუჯერებელი ფეხბურთელია. მის ასაკში მაღალ დონეზე თამაში რთულია.

შემადგენლობა თხელია, მაგრამ მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს. თუ ტრავმები ხელს არ შეგვიშლის, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და საშუალება გვექნება მატჩის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარად ვითამაშოთ.

“ანტვერპენს” ორი კარგი ვინგერი ჰყავს. ისინი პრესინგს კარგად უმკლავდებიან. გუნდი მოგებას შეჩვეულია და ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.

ჩავი:

ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. 

ვან ბომელი (“ანტვერპენის” მწვრთნელი) ჩემი ახლო მეგობარია. მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი.

გასულ სეზონში ევროტურნირებზე კარგად ვითამაშეთ, თუმცა ცუდი შედეგები გვქონდა. ახლა კი გუნდი გაძლიერდა და უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროასპარეზზე ბრძოლა შეგვიძლია.

ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. ყველა მონდომებულია და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ. 

ფერანმა ზაფხულში მითხრა, რომ კარგი პრესეზონის ჩატარება სჭირდებოდა, ჩვენ კი მას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მივეცით. 

არაუხო შაბათს დაბრუნდება.

კანსელუს მოსვლით სისტემაში არაფერი იცვლება. ადრე მარჯვენა მცველის პოზიციაზე კუნდეს, არაუხოსა და რობერტოს ვიყენებდით, ახლა კი მათ კანსელუ შეემატა. 

პედრის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. მნიშვნელოვანია, რომ ის 100%-ით გამოჯანმრთელდეს. ვიმედოვნებ, ის მალე დაბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.

რამდენადაც ვიცი, ბალდე და იამალი კონტრაქტებს მალე გაახანგრძლივებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Zura Gviniashvili
    schedule 19 სექ 2023, 12:40
    #12

    ციტატა: CuleTillIDie
    6/6 მოგება უნდა დავდოთ ჯგუფურში


    სულ არ მინდა 6 მოგება და მერე მე 8 ფონალიდან გამოგვაგდონ. მთავარუა გავიდეთ ნაკლები ძალით და ნაკლები ტრამვით

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: CHEPE
    ანუ რომეუ იქნება ძირითადში აქაც


    დიდი ალბათობით კი. რომეუს ფაქტიურად არ ყავს ნომინალური შემცვლელი. საშინაო არენაზე ( თუ საშინაო ქვია) შედარებით სუსტ გუნდებთან ფრენკი დადგება საყრდენზე და ხან ილქაიმ უნდა დააზღვიოს ხან გავიმ, კრისტიანსენის ამოწევაც შეიძლება ხანდახან მარა ტიპიური საყრდენი 1 ია გუნდში

    რა ტეხავს მხოლოდ რომეო რომ გყავს საყრდენი და რომ დაიმტცრეს რომეოს შემცვლელიც რომ არ გეყოლება🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • me da barca
    schedule 19 სექ 2023, 07:55
    #11

    რა ჯანზეა ტიპი.

  • რივალდო-მესი
    schedule 19 სექ 2023, 01:12
    #10

    ხვალ თუ მარჯვნივ რობერტო ათამაშა და კანსელო დაასვენა იმედია თამაშის შემდეგ ინსულტი გლიჯავს😁

  • Hooded Islander
    schedule 18 სექ 2023, 22:23
    #9

    რაა რაა და “თხელი” ნაღდად აღარ ითქმის შემადგნელობაზე))

  • nika 54
    schedule 18 სექ 2023, 20:21
    #8

    რაც მთავარია ბოლო თამაშით გუნდმა დიდი მუხტი მიიღო და ჯგუფის მოგების დიდი შანსიც გაჩნდა.

  • ოთიკო
    schedule 18 სექ 2023, 19:50
    #7

    ბარსას ახლა ნორმალური შემადგენლბა ყავს და ჩავის თუ რამის თავი აქვს ლამაზ ფეხბურთთან ერთად შედეგიც უნდა დადოს.

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 18 სექ 2023, 19:00
    #6

    ყასაბი რა როჟაა 😂😂<3

  • CuleTillIDie
    schedule 18 სექ 2023, 18:29
    #5

    6/6 მოგება უნდა დავდოთ ჯგუფურში

  • Davit 2005
    schedule 18 სექ 2023, 17:25
    #4

    წესით მარტივად გავალთ, მომწონს ბიჭების შემართება❤

  • Rick Sanchez
    schedule 18 სექ 2023, 16:44
    #3

    იმედია ჩავი რამეს არ მოიგონებს და ბეტისთან არჩეულ თერთმეტეულს დააყენებს აქაც

  • Don_Andresito
    schedule 18 სექ 2023, 16:28
    #2

    ციტატა: CHEPE
    ანუ რომეუ იქნება ძირითადში აქაც


    დიდი ალბათობით კი. რომეუს ფაქტიურად არ ყავს ნომინალური შემცვლელი. საშინაო არენაზე ( თუ საშინაო ქვია) შედარებით სუსტ გუნდებთან ფრენკი დადგება საყრდენზე და ხან ილქაიმ უნდა დააზღვიოს ხან გავიმ, კრისტიანსენის ამოწევაც შეიძლება ხანდახან მარა ტიპიური საყრდენი 1 ია გუნდში

  • CHEPE
    schedule 18 სექ 2023, 15:45
    #1

    ანუ რომეუ იქნება ძირითადში აქაც