“ბარსელონა”, რომელიც ორშაბათს 2025/26 წლების ფინანსური წლის რეკორდულ შემოსავლებს (თითქმის 1.1 მილიარდ ევროს) ოფიციალურად წარადგენს, ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად დასახელდა.
7.5 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებით კატალონიურმა გრანდმა მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და “მანჩესტერ იუნაიტედს” (7.2 მილიარდი) გადაასწრო. საფეხბურთო კლუბებს შორის “ბარსელონაზე” წინ მხოლოდ “რეალ მადრიდია” (9.5 მილიარდი). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ Forbes-ის ეს მონაცემები 2024/25 წლების ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო.
ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების ათეული (Forbes 2026):
- “რეალ მადრიდი” – $9.5 მილიარდი
- “ბარსელონა” – $7.5 მილიარდი
- “მანჩესტერ იუნაიტედი” – $7.2 მილიარდი
- “ლივერპული” – $6.2 მილიარდი
- პსჟ – $5.8 მილიარდი
- “ბაიერნი” – $5.7 მილიარდი
- “მანჩესტერ სიტი” – $5.5 მილიარდი
- “არსენალი” – $5.4 მილიარდი
- “ჩელსი” – $4.2 მილიარდი
- “ტოტენჰემი” – $3.0 მილიარდი
“სპოტიფაი კამპ ნოუს” უდიდესი პოტენციალი
კლუბის წლიურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 33% შეადგინა (ღირებულება 5.65 მილიარდიდან 7.5 მილიარდამდე გაიზარდა), როცა გუნდი ჯერ კიდევ მონჟუიკზე, “ესტადი ოლიმპიკზე” მართავდა მატჩებს.
Forbes-ის გათვლებით, “ბარსელონას” 7.5 მილიარდიანი ღირებულება შემდეგნაირად ნაწილდება:
- კომერციული შემოსავლები: $3.012 მილიარდი
- სატელევიზიო უფლებები: $1.682 მილიარდი
- ბილეთები და მატჩის დღის შემოსავლები (Matchday): $1.454 მილიარდი
- ბრენდის ღირებულება: $1.352 მილიარდი
სხვაობა “რეალ მადრიდთან” საგრძნობლად შეიცვლება დაახლოებით წელიწად-ნახევარში, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუს” სრული რეკონსტრუქცია დასრულდება და სტადიონი 104 600 მაყურებელს დაიტევს. მაშინ, როცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამუშაოები უკვე ორი წელია დასრულებულია (83 186 ადგილი) და VIP ზონები სრული დატვირთვით მუშაობს, “ბარსელონას” არენაზე ორმაგი VIP რგოლის ნაწილი მიმდინარე სეზონში ამოქმედდება. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი სტადიონზე 9 400 VIP ადგილი იქნება, რაც კლუბის ღირებულებისა და შემოსავლების უდიდეს ზრდას უზრუნველყოფს.
გლობალური სპორტული რეიტინგი
მსოფლიოს ყველა სპორტის სახეობის გუნდებს შორის “ბარსელონა” მე-15 ადგილს იკავებს. გლობალურ რეიტინგს NFL-ის გუნდი “დალას კაუბოისი” ლიდერობს (13 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილზე კი NBA-ს “გოლდენ სტეიტ უორიორსია” (11 მილიარდი).
მახსოვს როგორ აგდებულად გველაპარაკებოდნენ ბაიერნის ბოსები, როცა ლევანდოვსკი ვყიდულობდით. გაკოტრებულები ღატაკები არიან და ფული საიდან უნდა მოიტანონო. ჯერ სად ხართ.
“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერით გაკვირვებულია.
“ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფული არ აქვს და ყველას ყიდულობს, ვისაც მოისურვებს.
“ბარსამ”, არა მხოლოდ ლევანდოვსკი, არამედ, სხვა ფეხბურთელებიც დაიმატა. არ ვიცი, ისინი ამას როგორ ახერხებენ. ეს უბრალოდ უცნაურია, სიგიჟეა.
მანჩესტერი ამხელა ქონების პატრონი და ვერადა ვერ დალაგდა