სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ დღეზე ნაკლები რჩება, ერიკ გარსიას მომავალი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
რამდენიმე დღის წინ ესპანელი მცველით “ჟირონა” დაინტერესდა. ეს ვარიანტი თავად ერიკსაც მოსწონს, რადგან მიიჩნევს, რომ დიდი კონკურენციის გამო “ბარსელონაში” სათამაშო დროს თითქმის ვერ მიიღებს, მაგრამ ჩავი ერნანდესი მას არწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი როლი ექნება.
ჟურნალისტ ალექს პინტანელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი კლუბში ერთადერთია, ვისაც გარსიას შენარჩუნება სურს. მწვრთნელის პოზიცია გასაგებია, რადგან “ბარსელონას” ცენტრალურ მცველებს ტრავმები ხშირად აწუხებთ და ერიკის წასვლა შემადგენლობას დაასუსტებს.
კატალონიური გრანდს ურჩევნია, გარსია პერმანენტული ტრანსფერით წავიდეს, ვიდრე იჯარით, რადგან მისი განათხოვრება სახელფასო ფონდს დიდად არ შეამცირებს.




რას ერჩით ჩავის, შვილებივით უყვარს ყველა და არავის გაშვება არ უნდა, ისიც ეყო დემბელემ რო მიატოვა და გული მოუკლა.
ხოდა ჩავი ყოფილა დებილი. აქ ხალხი იცავს მაგას, ცუდი შემადგენლობის ხარჯზე რამხელა შედეგი დადოო. თვითონ მოსწონს ეს შემადგენლობა, თორემ ხელმძღვანელობა ეუბნება ნაგავს გავყრითო და კარგ ფეხბურთელებს მოვიყვანთო, მაგრამ არ უნდა.
მერე ისევ მაგ გარსიას დატოვება იზავს?😀 გინდ ყოფილა გინდ არა,მაგას ვინმე ამოწიონ ბარსა ბედან ჯობია
lesane C, და ზუსტად ეგ არ მოხდა? არაუხო, კუნდე, კრისტენსენი ერთად დაიმტვრნენ და დავრჩით პიკე-გარსიას იმედზე, მაგიტომაც ჩავრჩით ჯგუფში.
ფაიე ამოწიონ და ეს გაყიდონ ამ უტვინოებმა
რათ უნდა ამდენი ცენტრალური მცველი, ისედაც ხუთი მცველი რჩება ამის გარდა, თუ ყველა ერთად დაიმტვრა და არ ყოფილა საშველი მაშინ
იყოს ჰა ერთი სეზონი თუ ხელფასი არაქვს დიდი დავიტოვოთ, თასზე და არა საჭირო თამაშებში დავასვენებთ ლიდერებს, იქეთა წელს აიკრას გუდანაბადი და გასქუროს აქედან, ამათმა კიდე ფაიე დააწინაურონ