workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას რთული გამოცდა: ატლეტიკომ პირველ ტაიმებში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა

ბარსელონას რთული გამოცდა: ატლეტიკომ პირველ ტაიმებში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" პირველ ტაიმებში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, ხოლო გატანილი 22 გოლიდან 16 მეორე ტაიმზე მოდის. "ბარსელონას" მადრიდში განსაკუთრებულად საიმედო დაცვის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

“ბარსელონა” 8 ნოემბერს ლა ლიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ყურადღებას იქცევს მადრიდელთა შთამბეჭდავი დაცვითი სტატისტიკა, რომელიც ჰანსი ფლიკის გუნდისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდია 46 გატანილი გოლით. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება “ატლეტიკოს” შედეგს (22 გოლი). მიუხედავად ამისა, გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში მხოლოდ ორი ქულაა: კატალონიელები 30 ქულით ლიდერობენ, ხოლო დიეგო სიმეონეს გუნდი 28 ქულით მეორე ადგილზეა.

“ატლეტიკოს” მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული, რომელთაგან პირველ ტაიმზე მხოლოდ ერთი მოდის. ისიც მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 45+6-ე წუთზე გავიდა, როდესაც “ალავესის” თავდამსხმელმა ლუკას ბოიემ პენალტი გამოიყენა. მადრიდელებმა ის შეხვედრა საბოლოოდ 2-1 მოიგეს.

საინტერესოა გუნდების შედეგიანობის განაწილებაც. “ბარსელონას” პირველ ტაიმებში 22 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მეორეში – 24. “ატლეტიკოს” შემთხვევაში განსხვავება გაცილებით დიდია: პირველ ტაიმებში მხოლოდ 6 გოლი, მეორეში კი 16.

ეს თავისებურება სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. მატჩები პირველი ტაიმების შედეგებით რომ სრულდებოდეს, “ატლეტიკო” 17 ქულით მეექვსე ადგილზე იქნებოდა, ხოლო “ბარსელონა” 28 ქულით ლიდერი. თუმცა მეორე ტაიმებში მადრიდელებმა დამატებით 11 ქულის მოპოვება შეძლეს და რეალურ ცხრილში 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

თავის მხრივ, “ბარსელონა” მატჩების საწყის წუთებში განსაკუთრებით სახიფათოა. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 15 შეხვედრიდან 9-ში კატალონიელებმა პირველი 15 წუთის განმავლობაში გაიტანეს და ცხრავე მატჩი მოიგეს.

ამრიგად, “მეტროპოლიტანოზე” ორი განსხვავებული სათამაშო სტილი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ერთ მხარეს იქნება “ბარსელონას” შედეგიანი შეტევა, მეორე მხარეს კი “ატლეტიკოს” საიმედო დაცვა და მეორე ტაიმებში თამაშის შემოტრიალების უნარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰანსი ფლიკის “ბარსელონაში” მუშაობის დაწყების შემდეგ “ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც კატალონიელთა დამარცხება სამჯერ შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 08 ნოე 2026, 17:12

    ჩვენი დაცვა როგორ ითამაშებს ეგაა მთავარი თორე შეტევა გაიტანს როგორმე პირველ ტაიმში იქნება ეს თუ მეორეში. იმედი მაქვს ფლიკმა ისწავლა წინა შეცდომებზე და დაცვა როგორც მინიმუმ უფრო ყურადღებით იქნება