workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ატლეტიკო – ბარსელონა: დაძაბულობა ტრიბუნებზე, მშვიდობა საპატიო ლოჟაში

ატლეტიკო – ბარსელონა: დაძაბულობა ტრიბუნებზე, მშვიდობა საპატიო ლოჟაში

bolt მოკლედ
ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ "ბარსელონას" "მეტროპოლიტანოზე" მტრულად განწყობილი გულშემატკივრები ელოდებიან. ამის მიუხედავად, ორივე კლუბის ხელმძღვანელობა დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს და მატჩის წინ ერთობლივ სადილსაც გამართავს.

დღეს “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირება მხოლოდ მოედანზე არ შემოიფარგლება. მადრიდული კლუბის გულშემატკივრები კატალონიურ გუნდს განსაკუთრებულად დაძაბულ ატმოსფეროს უმზადებენ, მაშინ როდესაც კლუბების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დაძაბულობის მთავარი მიზეზი ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერია. გასულ ზაფხულს “ბარსელონა” არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობდა, რამაც “ატლეტიკოს” ხელმძღვანელების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

კლუბებს შორის ურთიერთობა მანამდეც დაძაბული იყო. გასულ სეზონში ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ დაპირისპირებებს სოციალურ ქსელებში ურთიერთბრალდებები, საკამათო ეპიზოდები და მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. დაპირისპირება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ფიფაში შეტანილ საჩივრებამდეც მივიდა. ესპანეთში განხილულ საქმეს საბოლოოდ მხოლოდ სიმბოლური ფინანსური სანქცია მოჰყვა.

მტრული დახვედრა მეტროპოლიტანოზე

“ატლეტიკოს” გულშემატკივრები “ბარსელონას” განსაკუთრებულად ხმაურიან დახვედრას უმზადებენ. მოსალოდნელია პიროტექნიკის გამოყენება და კატალონიური გუნდის მისამართით მწვავე პროტესტი.

სტადიონი, სავარაუდოდ, თითქმის სრულად შეივსება. საინტერესოა, რომ გულშემატკივრების უკმაყოფილება ამჯერად არა ხულიან ალვარესისკენ, არამედ “ბარსელონასკენ” იქნება მიმართული.

ლაპორტა და სერესო ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ

ტრიბუნებზე მოსალოდნელი დაძაბულობის მიუხედავად, კლუბების ხელმძღვანელებს შორის ვითარება შედარებით მშვიდია.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გასულ თვეში, კოპენჰაგენში გამართულ ევროპის საფეხბურთო კლუბების ორგანიზაციის ასამბლეაზე, “ატლეტიკოს” აღმასრულებელ დირექტორთან, მიგელ ანხელ ხილ მარინთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა:

“უთანხმოებები მოვაგვარეთ.”

შემრიგებლური განცხადებები გააკეთა “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომაც.

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, მადრიდის რესტორან “დე მარიაში” ორივე კლუბის ხელმძღვანელების ერთობლივი სადილია დაგეგმილი. ეს პირველი ასეთი შეხვედრა იქნება ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ.

მასპინძლის როლში ენრიკე სერესო და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია იქნებიან, რომელიც ამჟამად “ატლეტიკოს” დირექტორთა საბჭოს წევრია.

ლაპორტასთან ერთად იქნებიან სპორტული ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, ინსტიტუციური საკითხების ვიცე-პრეზიდენტი ელენა ფორტი, ეკონომიკური მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ფერან ოლივე და დირექტორები ჟოზეპ იგნასი მასია და ჟაუმე ნიკოლასი.

სადილს არ დაესწრებიან დეკუ, ბოიან კრკიჩი და ალეხანდრო ეჩევარია, თუმცა სამივე მათგანი მატჩს საპატიო ლოჟიდან უყურებს.

სადილზე არც მიგელ ანხელ ხილ მარინის ყოფნაა მოსალოდნელი. ის კლუბების წარმომადგენლებს უშუალოდ სტადიონზე შეუერთდება.

ხესუს დე მიგელის ხსოვნის პატივსაცემად

შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ “ტენერიფეს” გარდაცვლილი თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის ხსოვნას.

გარდა ამისა, ფეხბურთელები თამაშს მე-9 წუთზეც შეაჩერებენ, რათა გარდაცვლილ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი