ჩავი ერნანდესმა “ვილიარეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
პირველ რიგში, მინდა ჯენიფერ ერმოსოსა და ესპანეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. მე ვგმობ ლუის რუბიალესის საქციელს, ეს სრულიად მიუღებელია.
რუბიალესის შესახებ შვიდი შეკითხვის დასმა სირცხვილია. მე მინდა იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ ითამაშა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე, რა სირთულეები გადალახეს და ა.შ.
პედრის ტრავმა გასულ სეზონში მიღებული დაზიანების მსგავსია. ვნახოთ, როდის დაბრუნდება. მან ასეთი ტრავმებისგან თავის არიდების მიზნით კუნთოვანი მასა მოიმატა, თუმცა ეს ყოველ წელს მეორდება.
ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთის გაკონტროლება იქნება. “ვილიარეალი” ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ისინი აქტიურ პრესინგს თამაშობენ.
ლევანდოვსკი მშვიდადაა. მას გოლების გატანა სურს, თუმცა სხვა ასპექტებშიც კარგად გვეხმარება, როგორიცაა მაგალითად ასისტი “კადისთან”. ის გოლების გატანასაც აუცილებლად დაიწყებს.
აბდე ძალიან მომწონს, როგორც მოთამაშე და როგროც პიროვნება. ვფიქრობ, მას შეუძლია, მიმდინარე სეზონში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს. მოთამაშეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მნიშვნელოვანი აღარაა, მატჩს სასტარტოში იწყებ თუ შეცვლაზე შედიხარ. “კადისი” სწორედ ცვლილებების დამსახურებით დავამარცხეთ.
ბალდეს ტრავმა არ აქვს. მისთვის ძირითად შემადგენლობაში თამაში პრობლემა არ იქნება.
ჩემი კონტრაქტის გახანრძლივებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის. ეს პრობლემა არ იქნება.
ფერან ტორესი საკუთარი შრომისმოყვარეობით ყველასთვის სამაგალითოა. მან “კადისთან” 10 წუთი ითამაშა და გუნდს მაინც დაეხმარა.
რადგან ხალხს გასახდელში გამართული საუბრის მოსმენა შეუძლია, VAR-ის ჯიხურში მსაჯების საუბრის მოსმენაც უნდა შეგვეძლოს.
კუნდეს ვესაუბრე. მან იცის, რომ იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რომელზეც გუნდს დასჭირდება. კუნდე ლიდერია, ის ბოლომდე იხარჯება.
რადგან ხალხს გასახდელში გამართული საუბრის მოსმენა შეუძლია, VAR-ის ჯიხურში მსაჯების საუბრის მოსმენაც უნდა შეგვეძლოს.
ეს ნამდვილად მისაღებია, მაგრამ მერე როგორ ჩაძირონ ბარსა.
თავგასიებული კლეკაცა😕