ფერან ტორესის ტრანსფერი “პარი სენ-ჟერმენში” უკვე ოფიციალურია. ვალენსიელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში თავის ეტაპს ასრულებს და “ბარსელონადან” წასული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხდება. ამ ოპერაციამ კლუბის ბიუჯეტში დაახლოებით 50 მილიონი ევრო შემოიტანა.
ფერანს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელს ახალი გამოწვევის ძიება სურდა. თავის მხრივ, კატალონიელებმა თითქმის სრულად დაიბრუნეს ის თანხა, რაც თავის დროზე მის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტის” გადაუხადეს (55 მილიონი ფიქსირებული, პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით). ეს გარიგება ყველა მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა
| # | ფეხბურთელი | კლუბი | ფასი |
|---|---|---|---|
| 1 | ნეიმარი | პსჟ | 222 მლნ |
| 2 | არტური | იუვენტუსი | 80.6 მლნ |
| 3 | ფიგუ | რეალ მადრიდი | 60 მლნ |
| 4 | დემბელე | პსჟ | 50 მლნ |
| 5 | ფერანი | პსჟ | 50 მლნ |
| 6 | სანჩესი | არსენალი | 42.5 მლნ |
| 7 | პაულინიო | გუანჯოუ | 42 მლნ |
| 8 | მალკომი | ზენიტი | 41.5 მლნ |
| 9 | სილესენი | ვალენსია | 35 მლნ |
| 10 | ფაბრეგასი | ჩელსი | 33 მლნ |
საინტერესო დეტალები ტრანსფერებიდან:
- ნეიმარი: ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად რჩება მას შემდეგ, რაც 2017 წელს პარიზულმა კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა.
- გაცვლითი ოპერაციები: არტურ მელოსა და იასპერ სილესენის ტრანსფერებს სპეციფიკური ხასიათი ჰქონდა. არტურის სანაცვლოდ “ბარსელონამ” იმავე ზაფხულს მირალემ პიანიჩი (60 მილიონად), ხოლო სილესენის სანაცვლოდ ნეტო (26 მილიონად) დაიმატა.
- ლუიშ ფიგუ: “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი 2000 წელს შედგა, როდესაც ფლორენტინო პერესმა “რეალ მადრიდში” კულეების კერპი 60 მილიონად წაიყვანა.
- უსმან დემბელე: ფრანგი, რომელმაც 2025 წელს “ოქროს ბურთი” მოიგო, ასევე “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა.
- პაულინიო და მალკომი: ორივე ბრაზილიელმა კლუბში მხოლოდ თითო სეზონი გაატარა და კატალონიელებმა მათი გაყიდვით საწყის ინვესტიციაზე მეტი ან მისი ეკვივალენტური თანხა მიიღეს.
ფერან ტორესის ტრანსფერით “ბარსელონა” კარგავს მსოფლიო ჩემპიონატის გმირს, მაგრამ იღებს სოლიდურ ფინანსურ სარგებელს, რაც ამ ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი იქნება.
Kai xo vicit to y*eebi Arian gayidvashi ragato gvaxsenebt? Im 50 milionidanac 25 aigo marto klubma, 25 dembelem gajiba.
კაი როდრი გაოფიციალურდება იმ კვირაში. მცველზე და ფორვარდზე რას შვებიან? არ უშვებს ეს ატლეტიკო ამ ალვარეას და დაჩალიჩდნენ სხვაზე. დაცვაში კიდე ადგილია შესავსები. კრისტენსენის და მარტინია იმედზე ხო არ ვიქნებით.
დაცვაში ვინც არ უნდა მოვიდეს არაფერი შეიცვლება. ტაქტიკა გვაქვს ისეთი, მალდინი და ბეკენბაურეი იდგება თუ მარტინსი და კრიატენსენი აზრი არ აქვს. პ.ს. (ბარსამანიის უმრავლესობის აზრი)
როდრი, ლუკება, კანსელუ და ფორვარდი ამ ტრანსფერებს ველოდები. ბალოგუნით რატომ არ ინტერესდებიან ნეტა მშვენიერი ვარიანტია სულ მომწონდა მე და მსოფლიოს მერე გაჰაიპდა.
ჩამოჯექი ძმა ისე დაელოდე😁✌️❤️
დღეს დაიწერა სიტი დათანხმდა ბარსას მე-3 შეთავაზებას როდრიზე. 70 მილიონი პლიუს ბონუსები.
როდრის ტრანსფერზე რასაც აკეთებენ ესაა გულშემატკივრების დაცინვა,დავიღალეთ ამის დედა ვატირე🤦🏻♂️🤦🏻♂️
მაქსიმუმ ორშაბათს როდრი გაოფიციალურდება. ტორესს რაც შეეხება მოსტ@@@@@ პატრონი
დღეს და ხვალ თუ როდრი არ გაოფიციალურდა, დიდი შანსია ეს ტრანსფერი ჩაიშალოს. ღმერთმა არ ქნას ასე მოხდეს. რაც შეეხება ალვარესს ვაღიაროთ რომ სულელია ეგ ბიჭი და უფრო სულელი აგენტი ყავს. თუ მართლა ასე უნდოდა ბარსაში საერთოდ არ უნდა გამოცხადებულიყო ვარჯიშზე. მოეწყო ერთი პრესკონფერენცია და ეთქვა რომ მზადაა მთელი წელი ატლეტიკოს დუბლებში გაატაროს თუ არ გაყიდიან ბარსაში. მგონი დამთავრდა ეს ამბავი ალვარესსზე. დავრჩით ცხიანის გარეშე. აქ კიდევ არ ეშვებით ლაპორტას მოყვარულები ოცნებებს, ერთი ფორვარდი, ერთი ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი ბალდეს მაგიერ😁 მთავრდება სატრანსფერო სეზონი ოღონდ თქვენი ოპტიმიზმი არ მთავრდება. კლუბიდან კი სიჩუმეა. არ ვიცი რა , მეც კი არ მეგონა თუ როდრის ტრანსფერიც კი ასე გაიწელებოდა😕 მეც კი გამაკვირმა დეკოს და ბორდის უუნარობამ. ჩვენ ბედათ ბებელი მელა პერესი მართლა დაბერდა, მოიყვანა მაურინიო და გაუგრძელა კონტრაქტი ვინისიუს😁 ეს ორი ამბავი თუ დაეხმარება ბარსელონას რომ სეზონი კრახით არ დაასრულოს. დარწმუნებული ვარ ზამთრამდე ვერ გაჩერდება პორტუგალიელი რეალში. ისიც 100% ვიცი რომ ერთ გუნდში მბაპე და ვინი ერთად ვერ ითამაშებენ წარმატებით. ესპანეთში მგონი მესამედ გავხდებით ჩემპიონები და ეს პატარა ამბავი არაა, პატარა კი არა ძაან დიდი წარმატება იქნება პირადათ ფლიკის და თუ მართლა მესამედ ზედიზედ ამ გუნდით გავხდით ჩემპიონები, ჩემი აზრით ფლიკი ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში ნაღდათ შევა. აი ლიგის მოგება კი ამ სატრანსფერო საქმიანობით არის ფანტასტიკის სფერო. 5% იმის შანსი, რომ ბარსელონამ ამ შემადგენლობით ლიგა მოიგოს. პსჟ და ბაიერნი აი ის ორი გუნდი ვინც ცალსახად გვაჯობებს. დანარჩენებთან კიდევ გვექნება შანსი მაგრამ ამ ორ გიგანტთან ჩემი აზრით უშანსოდ ვართ. არადა უკვე განხორციელებულ ტრანსფერებისთვის რომ დაემატებინათ 70-როდრი, 70-ბასტონი, 90-ოსიმენი და ერთი მემარცხენე ცენტრალური მცველი ერთ 40 მილიონად. მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობას შევკრავდით. ახლა კი არ ვიცი უფორვარდოთ ლიგაზე რას ვიზავთ წარმოდგენა არ მაქვს. თუ პსჟ ს მაგალითს მოვიყვანთ იქ მსოფლიოს ორი საუკეთესო ფლანგის მცველი თამაშობს და ესაა მიზეზი რომ ფორვარდის გარეშე გადიან ფონს. კანსელო კუნდეთი წინ ფორვარდის გარეშე ზღაპარია ლიგის მოგება. იტოგში ახლა ერთადერთი რისი დიდი მოლოდინიც მაქვს არის როდრის ტრანაფერი. ჯერ ეგ გამოვიდეს და მერე ღმერთმა ქნას ისე ჩაატაროს ესპანელმა სეზონი რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღოს. ამ შემთხვევაში როდრი მე იმ დონის და გავლენი მქონე ფეხბურთელი მგონია, რომ ჩემივე სიტყვებს შევეწინააღმდეგები და დაჟე ლიგის მოგებაზეც კი შეიძლება ფიქრი. მგონი აქ შესაბამისად ვერ ვაფასებთ როდრის კლასს და შესაძლებლობებს. მგონი მესია თავის პოზიციაზე ეგ კაცი და ღმერთს ვთხოვ ჯერ ვიყიდოთ და მერე ტრავმები არ მიიღოს❤️
Პესეჟეში უფრო ჩაიკარგება ეს ბარსელონას სათადარიგოობა ჯობია პესეჟეს სათადარიგეობას
ბართომეუს მერე კიდე კარგადა კლუბი რომ არ გახდა მილანი იუვეე .ბევრი იძახდა წლების წინ რომ გაასხა იმ ნაგავმა მთავარი ნაღმები წინ გველოდებაო ისეთები დამართა კლუბს.🤬🤬
ტეხავს რა დონის ფეხბურთელები გვყავდა ისტორიის მანძილზე და ნეიმარის გარდა ვერცერთით სარგებელი ვერ მივიღეთ თანხის მხრივ
ალვარესი, ოსიმენი ან ჟორჟი გვინდა. ლაპორტის იმხელა ფასი დაადეს აზრი არ აქვს, ვინმე კარგი ცენტრალური მცველი გვინდა და როდრი იმედია წელს მოვა
მცველი გვინდა და ფორვარდი !!! 3 დან 1_ს რომ გაიტანს მაინც.
ამ სიიდან არტური და პაულინიო ფულის გათეთრების თემა იყო და ყველამ იცის ეს😀 აქ ჩანს როგორი მაგრები არიან გაყიდვაში. ნეიმარი და ფიგუ კიდევ გაყიდვა კი არა ახევა იყო. გაყიდვაა შენ რომ გინდა და ყიდი. როცა მოდიან ფულს გიგდებენ და მიყავთ ეგ ახევაა😕
კარგია
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: როდრი ბარსელონასთან ტრანსფერთან ახლა უკვე ძალიან ახლოსაა! 🔵🔴
რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის შორის მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე გადავიდა.
ბარსა იმედოვნებს, რომ ტრანსფერს უახლოეს საათებში დაასრულებს. გარიგების ღირებულება ბონუსების ჩათვლით €70 მილიონზე მეტი იქნება.
ღმერთმა გისმინოს ძამი, მაგრამ რაღაც არ უჩანს ეგეთი პირი მაგ ტრანსფერს სამწუხაროდ… თუკი მაინც იხდიან მეტ თანხას ვიდრე ფიქრობდნენ, რაღას წელავენ ამ დროს??? დღეები დარჩა პირველ ოფიციალურ თამაშამდე და გამოდის რომ როდრი თუკი იყიდეს მაინც გამოტოვებს რამოდენიმე ტურს!!! აბა ეგრევე უვარჯიშებლად ტრავმის შანს გაიზრდის!!!
იმედი მაქვს იყიდიან თუ არა წელს ბარსელონა დარჩება ხახა მშრალი ლიჟბი აღირსონ ორშაბათამდე და იყოს ბერნალი დადგება მის მაგივრად აუ ვარჯიშებს ვუყურე ბერნალისას და კოპიო ბუსკეცია ოღონდ ცაცია მოძრაობები ერთი ერთშია ბუსის ვაიბები მოაქ, რაც შეეხება კანსელუც და ლაპორტიც მოსაყვანია აუცილებლად თორე დარხეული გვაქ მაგარი