გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” 16 წლის გერმანელი ტალანტი ნოა დარვიხი დაიმატა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ასაკის მიუხედავად “ბარსა ატლეტიკში” ითამაშებს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი დარვიხის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის ცნობით “ბარსამ” დარვიხის ტრანსფერზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც არდა გიულერისთვის ბრძოლაში “რეალ მადრიდთან” დამარცხდა. დეკუ და მატეუ ალემანი საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგნენ და გიულერის ნაცვლად მოსაყვან ფეხბურთელებს შორის პრიორიტეტად დარვიხი აქციეს. “ბარსელონა” ფეხბურთელს მანამდეც აკვირდებოდა, მაგრამ ივლისში ტრანსფერზე მუშაობა ინტენსიური გახდა.
კლუბში 16 წლის ფეხბურთელზე სრული კონსენსუსი იყო. მასზე შექმნილი ყველა ანგარიში ფეხბურთელს დადებითად ახასიათებდა, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატმა კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა – ნოა დარვიხი უმაღლესი დონის ტალანტია.
“ბარსელონას” წარმომადგენლები გერმანიაში გაფრინდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელს, მის წარმომადგენლებსა და “ფრაიბურგს” შეხვედროდნენ. საბედნიეროდ “ბლაუგრანას” ფეხბურთელის დარწმუნება არ გასჭირვებია, იმის მიუხედავად, რომ მისით “ბაიერნი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტიც” იყვნენ დაინტერესებულნი. მიზეზი ისაა, რომ დარვიხი “ბარსას” გულშემატკივარია.
ნოა დარვიხი და არგა გიულერი ერთი პოზიციის ფეხბურთელები არიან – შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც თამაში ნახევარდაცვის ცენტრში და შეტევის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორი წელია. “ბარსას” დარვიხის შეძენა ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი უჯდება, არდა გიულერის ტრანსფერში კი “რეალ მადრიდი” დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაიხდის. ვნახოთ, რომელი უფრო გაამართლებს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როდესაც “ბლაუგრანა” “ბლანკოსთან” სატრანსფერო ბრძოლაში მარცხდება და უფრო იაფი ალტერნატივის ძებნას იწყებს, საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის ხოლმე.
რაო საკუთარ ჩას.ვრას აპრავებთ ბიჭებო? ტიპი ბუნდესლიგის საშუალო გუნდის მეორე გუნდშია, ის კიდე ფენერის ძირითადი და ნაკრების წევრი, ვინ ჭამს მაგას ლაპორტ. შეიძლება ეს უკეთესი დადგეს მარა ამ ეტაპზე სისულელეა რო გულერის ნაცვლად დაიმატეს. თან ეგეთ ზე ტალანტს როგორც მონა კატალონიური პრესა აპიარებს, 3 მილიონად ვინ მოგვცემდა, ბაიერნს დავასწრებდით ან დორტმუნდს? ეგრე წერდნენ ზუსტად ემრე დემირზე და კატასტროფა აღმოჩნდა ტიპი, ბრაზილიიდან გუსტავო მაიაზე კიდე და კონტრაქტი გავიწყვიტეთ ორივეს 1 წელში.
და ამ დროს გიულერი ტრამვების მოშუშებით იქნება დაკავებული.
დისტეფანო აარჩიეს კი თუ აგვახიეს ისე რომ ბარსას მაისურით არც უთამაშია და რო კითხო 1 წელი ბარსაში იქნებოდა 1 წელი რეალში მაგრამ არაა რა პიტალოც იყო რეალი ის დარჩა დღესაც
რონალდინიო ბეკჰემზე რას იტყვი?
არანკლები მონაცემი აქვს რაც ვნახე.
რაებს ბოდავთ? ალფერდო დი სტეფანოდან დაწყებული,რეალი სულ უკეთეს ვარიანტს არჩევს.
არ მგონია მთლად ბეკჰემი და გაუჩოს ვარიანტი გამოვიდეს მაგრამ კროოსი მაინც რომ შექვრჩეს ხელში სასწაული იქნება
ამ ვალებიდან ამოვიდეტ როგორმე ისე რომ დარეგისტრირების პრობლემა ან ტრანსფერის გაკეტების პრობლემა არ შეგვექმნას და მერე უკვე დალაგდება რადგან ფაკტიურად ახალგაზრდები და შა ასაკის ტაობა გვყავს
ფაქტია ჯერჯერობით ბარსა იმარჯვებს
ჩვენი ბიჭი საღსალამათი მაინცაა
ნუ ეს ხუმრობით და ისე ორივეს დიდ მომავალს ვუსურვებ.
მე უფრო ის ფაქტი მახარებს რომ ცივსისხლიანი გერმანელი დავიმატეთ თურქის ნაცვლად და რაც მთავარია დარვიხი დაბადებიდანვე კულე იყო და ზუსტად ეგეთი ხალხი გვჭირდება ფულზე გამყიდვლების ნაცვლად.
თუ მინიმუმ გიულენის ნაირი მონაცემები ექნება გამოდის რომ ბევრად კაპიკებში დაგვითრევია. რადგან ეს ერთი 3 წელი კიდე განვითარებაში იქნება მეორე გუნდში . და 19 20 წლის დააწინაურებენ თუ განვითარდა