რას ფიქრობს ჩავი უსმან დემბელეს საკითხზე

AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესისთვის უსმან დემბელეს "ბილბაოსთან" მატჩის განაცხადიდან მოკვეთა რთული იქნება, რადგან მწვრთნელი მას მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებს, თუმცა, 41 წლის სპეციალისტი აცნობიერებს, რომ კლუბი ყველაზე მაღლა დგას.
შესაბამისად, თუ ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზებას უახლოეს საათებში არ უპასუხებს, კატალონიელები საჭირო ზომებს მიიღებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაძლოა, ფრანგს კონტრაქტიც კი გაუწყვიტონ, რადგან გუნდში მისი ტრიბუნებზე გაშვება არ სურთ - ხელმძღვანელობა უსმანს ახლავე გაუშვებს.
ყველაფრის მიუხედავად, ხავი მიგელის თქმით, დემბელე დღევანდელ ვარჯიშზე უჩვეულოდ მოტივირებული იყო - მან ალბათ საუკეთესო სესია ჩაატარა, ჩავი კი უსმანით აღფრთოვანებული გახლდათ. რამდენიმე ადამიანის აზრით, ის იმაზე მოტივირებული ჩანდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ვარჯიშზე ნამდვილი შოუ დადგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]