გაყიდვა ან ტრიბუნებზე დასმა - ბარსას ვერდიქტი დემბელეს

იმ შემთხვევაში, თუ უსმან დემბელე "ბარსელონას" შეთავაზებას არ დათანხმდება და კატალონიური კლუბი ზამთარში ვერც მის გაყიდვას მოახერხებს, ფრანგი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" მაისურით აღარ ითამაშებს. ამ ინფორმაციას კატალონიური Esport 3 ავრცელებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და დემბელეს მოთხოვნები ერთმანეთისგან იმდენად შორსაა, რომ შეთანხმების მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს. კლუბში უსმანის შენარჩუნების დიდი იმედი აღარ აქვთ.
შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად დემბელეს გაყიდვა მიიჩნევა. "ბარსელონას" სურს, რომ მის ტრანსფერში დაახლოებით 10 მილიონი ევრო აიღოს, თუმცა ყველაზე დიდი ეფექტი მისი ხელფასისგან გათავისუფლება იქნება, რაც კლუბს ფერან ტორესის დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.
Esport 3-ის ცნობით, თუ "ბარსამ" დემბელე ვერ გაყიდა, კატალონიელები ფრანგს მოედანზე გასვლის უფლებას აღარ მისცემენ. თუმცა კლუბს ეს გადაწყვეტილება ჩავი ერნანდესისთვის ჯერ არ უცნობებია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]