ბარსელონა სუპერ ლიგიდან გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

ბარსელონა სუპერ ლიგიდან გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

“ბარსელონა” სუპერ ლიგის პროექტის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ჟურნალისტის, ხორხე პიკონის ცნობით სუპერ ლიგის დატოვებაზე დაფიქრებას ორი მიზეზი აქვს. ერთი “რეალ მადრიდთან” ბოლო დროს ძალიან გაფუჭებული ურთიერთობაა, მეორე კი UEFA-ს გულის მოგება იმისათვის, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგიდან არ მოკვეთოს.

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ სუპერ ლიგა “იუვენტუსმაც” დატოვა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ამ პროექტში მხოლოდ “ბარსელონა” და “რეალ მადრიდი” არიან დარჩენილნი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Chico
    29 ივლ 2023, 23:46

    აეწვა კოჭები ლაპორტას? უსირცხვილო, უსუსური, მლიქვნელი და გაიძვერა… აი ეს არის მისი დახასიათება…. ტყუილად არ მომწეროს ვინმემ რომ ეს ჰქნა და ის ჰქნა…. არაფერი ლაპორტას არ გაუკეთებია, კლუბის ქონების გაყიდვისა და ახალი ვალების აღების გარდა. არც ერთი ახალი ტრანსფერი მისი დამსახურება არ არის. კლუბ ბარსელონას და ჩავის დამსახურებაა. უეფას უნდა ასიამოვნოს…. როგორც კი უეფამ გამოძიება გააძლიერა, აეწვა ერთი ადგილი, იცის რომ ბევრ რამეს ამოქექავენ რისი უშუალო მონაწილე ბატონი ლაპორტაც გახლავთ.

  • Aroni
    29 ივლ 2023, 20:02

    რა სუპერ ლიგა, რის სუპერ ლიგა. პერესი რას გააკეთებს ისეთს რო ბარსამ იხეიროს? ეგ კი არა, მაგაზე უარი აქამდე უნდა გვეთქვა და ეგ გნიდა ტებასი შეეშვებოდა ბარსას, ვინ იცის, იქნებ მესის დაბრუნებაც მოხერხებულიყო. რა დასანანია ყველა დროის საუკეთესო ბარსაში აღზრდილ-დაბერებული ფეხბურთელი კარიერის ბოლო წლებს 9მთას იქით ასრულებს. ეს არის ბარსას დორბლიანი ბორდის არასწორი პოლიტიკა, ეხლა ვისაც გინდა აბრალონ, ფაქტია ესეთი შანსი ბარსას კი არა, არამგონია რომელიმე გუნდს მიეცეს. ჯოკერი(მესი) გყავდეს ნიჟე გააკეთო და 9-იან ყვავით(დემბელეთი) გააგრძელო თამაში, ესაა რასაც ეხლა ვაკეთებთ და ვუყურებთ…

  • ♠️Spookyfy♠️
    29 ივლ 2023, 17:26

    Kai proeqtia da aucilebelic mara ra ginda ro qna, 1-1 ze xoar vitamashebt.yvela gundma tra*i misca da raga azri aq chvens aq yofnas. Tu padeshka gamochnda momavalshic sheidzleba moxodva,axla jobs gamovidet egeba mogveshvan cota.

  • Clever liar
    29 ივლ 2023, 17:14

    აქამდე რო გათრეულიყო, ფეხბურთელების რეგისტრაციის კიარა ტოპ შემტევებზე ჩალიჩის პრობლემაც არ გვექნებოდა, თუმცა მაგარი კი მოსწონს ლაპიტოს ამ განტევების ვაცის როლში ყოფნა და ღმერთმა შეარგოს. ასე უქნია სამანიშვილის ცხენი გამხდარა.

    ("დიდი ომის შემდეგ, როგორც იქნა დამდო საიტმა პატივი და შემომიშვა. მადლობა ადმინს თანაბრძოლისთვის 🙂

  • nika 54
    29 ივლ 2023, 15:26

    გასული არა ვართ? აბა გათამაშებებს ვატარებთ? და თუ ვატარებთ რეალთან?
    რა ფიქრი უნდა მკვდარია ეგ პროექტი და თუ როდისმე აღორძინდება ვერავინ შეგვასწრებს იქ შესვლას. ეხლა დავტოვოთ მანდა რეალი და ითამაშოს მარტო. ისე ხუმრობა იქით იყოს და რეალს ფეხებზე არ კიდია ფიფა უეფაც და ლალიგაც, ეს ჩვენ გვადებენ ყველაფერზე ბანს და თუ სადმე რეალის სახელი გამოჩნდება ყველა საქმე იხურება. ეხლახან დაიწყეს ლაპარაკი რეალის ანგარიშებში რამდენიმე მილიონის 120 თუ 220 წარმოშობის ბუნდოვანობასო და ამით მორჩა ლა ლიგის პროტესტი. რამე მოკითხეს რეალს? ყიდულობს 100-200 მილიონებად ფეხბურთელებს და პატრონი არ ჩანს რამე მოსთხოვონ. ახლა მბაპეშიც 250 მოსთხოვა პსჟ-მ და ალბათ ისე გადაიხდის ტებასს არც შეეკითხება. გავიგოთ საბოლოოდ რო რეალი სახელმწიფოს გუნდია და არაფრის და არავის არ ეშინიათ. ეგ კი არა მთელი მსოფლიოს მსაჯების 80% იმის გაგონებაზე რომ რეალის თამაშზე უნდა იმსაჯოს უკვე მიჩვეულია აზრს რო რეალმა უნდა მოიგოს, თუ რა თქმა უნდა სიტისნაირი მხეცი არ შეხვდა და არ ამოტენა.

  • azulgerana
    29 ივლ 2023, 15:21

    და რა მომავალი აქვს ამ ორ გუნდს? ან თუ გადაწყვიტეს და გააკეთეს რაღამ შეუშალათ ხელი რატო ვერ განავითარა, ამ შეიხებს თუ ამდენი ფულები აქვთ სირძუკიჩებში ფულის ყრას ფერხბურთს დაეხმაროს განვითარებაში მაგრამ ტვინი სად აქვთ ტრა*ში

  • Kun agüeroooo
    29 ივლ 2023, 15:08

    2 წლია მეტი თუარა ამ პროექტს არანაირი წინსვლა არააქვს და რათუნდათ ვერვხვდები აზრის დედაც მოვხნათ მე

  • Sandro
    29 ივლ 2023, 13:24

    Arznev Muskia, მართალი ხარ მაგრამ პრემიერ ლიგის გუნდებიც არ იქნებოდა საჭირო ბარსას ფინანსური პრობლემა რომ არ შექმნოდა,რეალი და ბარსა სასაცილოა მაგრამ ერთად ყველაფერს წალეკავდნენ ფინანსური კუთხითაც და სპორტულითაც..ცუდი დრო დაემთხვა უბრალოდ

  • Arznev Muskia
    29 ივლ 2023, 13:10

    დღევანდელი ფეხბურთი ერთი დიდი კრიმინალური სისტემაა და თუ მათ წინააღმდეგ წახვალ მცირე არმიით , აუცილებლად დამარცხდები… რეალი და ბარსა ვერაფერს იზამს მინიმუნ ორი ინგლისური გუნდი თუ არ ჩაერთო… რადგან ინგლისი ბევრად მეტ ძალას ფლობს ვიდრე ესპანეთი მარკეტინგული თვალსაზრისით.