workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანკ კესიეს აგენტი ჟერარ რომეროს ტყუილში ადანაშაულებს

ფრანკ კესიეს აგენტი ჟერარ რომეროს ტყუილში ადანაშაულებს

დღეს ფრანკ კესიეს მომავალთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია რამდენიმე წყარომ გაავრცელა. მათ შორის იყო ჟერარ რომერო.

რომეროს ცნობთ ჩავი ერნადნესმა კესიეს დაურეკა და მის მომავალთან დაკავშირებით ესაუბრა, კოტ-დ’ივუარელმა კი “ბარსას” დატოვებაზე თანხმობა განაცხადა.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს As-ის ჟურნალისტი ხავი მიგელიც, რომლის ცნობითაც ფეხბურთელმა “ბლაუგრანადან” წასვლაზე თანხმობა განაცხადა, “ბარსა” კი მასში მინიმუმ 35 მილიონ ევროს მოითხოვს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი იტყობინება, რომ ფრანკ კესიესთან შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთელმა გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლი ითხოვა, რისი გარანტიაც ვერ მიიღო და ახლა ის წასასვლელად მზადაა.

ცოტა ხნის წინ კი სააგენტომ, რომელიც ფრანკ კესიეს წარმოადგენს, განცხადება გამოაქვეყნა და ჟერარ რომეროს მიმართა:

ძვირფასო ჟერარ რომერო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გაავრცელეთ არასწორი ინფორმაცია ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის (ფრანკ კესიე) შესახებ. ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს და თქვენს გამომწერებს, რომ კესიესთან დაკავშირებით სწორი ცნობები არასდროს გაგივრცელებიათ. მიგვაჩნია, რომ ეთიკის მხრივ ასეთი მუშაობა გაუმართლებელია. გთხოვთ, ჩვენს კლიენტთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოთ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 05 ივლ 2023, 08:18
    #4

    რას ერჩით, ამაზე უარესები გვყავს პოზიციების მიხედვით და იმათ მიხედეთ.

  • Rick Sanchez
    schedule 04 ივლ 2023, 14:51
    #3

    კაი ფული თუ შემოგვთავაზეს ალბათ ჯობია გაყიდონ.

  • Don_Andresito
    schedule 04 ივლ 2023, 12:30
    #2

    თუ წესიერ საყრდენს ვერ ვყიდულობთ დარჩეს ჯობია მარა ეგეც თუ არ მიდის მერე როგორღა ვარეგისტრირებთ ახლებს? თან ილქაი ფრენკი გავი პედრი გვყავს და ამას მოუწევს 15 იგრა სეზონში ტრავმები თუ არ დაგვერია. იქ არდაც თუ მოვიდა ხო საერთოდ. იტოგში ფერანი უნდა გავაგდოთ როგორმე

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 04 ივლ 2023, 11:01
    #1

    Sayrdeni tu mova gasashvebia 30 ro aigon dagvxatavs,prosta skamze gaasworebda eseti igroki. Deyongshic tu 100 aiges unda gaushvan da moiyvanon kimic 60-70 milionad. Gundi ver dagvidgeba.