ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

19 დეკემბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1919 წელი

რიკარდო სამორა გახდა “ბარსელონას” ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ოფიციალურ თამაშში გოლი გაიტანა. ეს კატალონიის ჩემპიონატზე “ინტერნასიონალთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა (იმ დროს კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალური ტურნირი იყო).

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო მატჩში “საბადელთან” 5-0 მოგების დროს მარტინმა თავი 4 გოლით გამოიჩინა.

1951 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული მცველი მიგელი. 1973-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 549 თამაში ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მიგელიმ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის თასი, 3 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1965 წელი

“ბარსელონამ” “ელ კლასიკოებში” 5 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3-1 მოგებულ შეხვედრაში სტუმართან გოლები ფუსტემ (2) და სალდუამ გაიტანეს.

1976 წელი

“ესპანიოლთან” სტუმრად ანგარიშით 3-2 მოგებულ დერბიში იოჰან კრუიფმა ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

1988 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი. 2011-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 142 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. სანჩესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1993 წელი

“სელტასთან” შინ 1-0 მოგებულ შეხვედრაში იოჰან კრუიფი “ბარსელონას” მწვრთნელი ლა ლიგაში მეორასედ იყო.

1996 წელი

დაიბადა ფრანკ კესიე.

1999 წელი

“ატლეტიკოსთან” შინ 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ლა ლიგაში თავისი მე-300 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

2009 წელი

“ბარსელონა” პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში არგენტინულ “ესტუდიანტესთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან გოლები პედრომ და მესიმ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით “ბარსელონა” ასევე პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ყველა ტურნირი მოიგო, რომელზეც ერთხელ მაინც უთამაშია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    19 დეკ 2021, 15:19

    პედრო რაკაცია ყველგანააქ გოლი განატანი

  • nika 54
    19 დეკ 2021, 11:32

    2009 წელი!!!!!
    რა წელი იყო?