ელ კლასიკო სპოტიფაი კამპ ნოუზე 1148 დღის შემდეგ

ელ კლასიკო სპოტიფაი კამპ ნოუზე 1148 დღის შემდეგ

მატჩის დრო: --:--

“ბარსელონა” “რეალ მადრიდს” საკუთარ სტადიონზე 3 წლის, 1 თვისა და 16 დღის შემდეგ პირველად დაუპირისპირდება.

ამ უქმეებზე “სპოტიფაი კამპ ნოუ” “ელ კლასიკოს” 1000-ზე მეტი დღის შემდეგ პირველად უმასპინძლებს. ბოლოს ეს 2023 წლის 19 მარტს მოხდა, როდესაც ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით, კატალონიელებმა ფრენკ კესიეს მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. იმ შეხვედრის საწყის წუთებში “რეალ მადრიდი” დაწინაურდა, თუმცა სერჟი რობერტომ ანგარიში გაათანაბრა.

მოგვიანებით, მეორე ტაიმის ბოლო წუთებში, ლევანდოვსკისა და ბალდეს კომბინაციის შედეგად, კოტ-დ’ივუარელმა ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც “ბარსელონა” ჩემპიონობის ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ახლა, 1148 დღის შემდეგ, კატალონიელებს შანსი აქვთ, კიდევ ერთი ლიგის ტიტული მოიპოვონ, თუ კვირას საკუთარ სტადიონზე “რეალ მადრიდს” დაამარცხებენ ან ფრეს ითამაშებენ. ყველაფერი მზად არის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი “ელ კლასიკოსთვის” “სპოტიფაი კამპ ნოუზე”.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    08 მაი 2026, 13:08

    რომც წავაგოთ პონტი აღარაა ლა ლიგის დათმობის

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    07 მაი 2026, 15:54

    ბალერინები ყველაფერს იზამენ, რომ ბარსამ მათი დანდასწრებით არ იზეიმოს. მსაჯიც მეთორმეტე და მთავარი ფეხბურთელი იქნება, რათა ზეიმი გადაუვადონ. ესეთი საზიზღარი გუნდი ხომ მეორე არ არსებობს.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      08 მაი 2026, 17:03

      მსაჯი უნდა ნახოთ ვინ არის, ბლანდინკა მადრიდისტა.