workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პატრიკ კლუივერტი თურქული გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება

პატრიკ კლუივერტი თურქული გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი სამწვრთნელო კარიერას აახლებს და “ადანა დემირსფორის” მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბანჩუოღლუ ავრცელებს.

პატრიკ კლუივერტი “ბარსელონაში” 1998-2004 წლებში თამაშობდა. ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა 257 თამაშში თავი 122 გოლითა და 60 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კლუივერტს სამწვრთნელო გამოცდილება აქამდეც ჰქონია. ის “ალკმაარში”, “ბრისბენ როარში”, “ნეიმეგენში”, ნიდერლანდებისა და კამერუნის ნაკრებებში ასისტენტად მუშაობდა, ხოლო “ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდსა და კიურასაოს ნაკრებში – მთავარ მწვრთნელად.

2019-2021 წლებში კლუივერტი “ბარსელონას” აკადემიის დირექტორი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 29 ივნ 2023, 23:24
    #2

    გული მიგრძნობს მომავალ წელს ადანას ჩ. ლიგაზე გაიყვანს და 1/4 ფინალამდე მივა

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2023, 17:48
    #1

    წარმატებები, ტორესზე უკეთესი ბომბარდირი კი ყოფილა.