workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო

ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო

ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ხორვატია დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო. 

მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. შედეგად, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც “ფურია როხამ” 5-4 იმარჯვა. თერთმეტმეტრიანები “ბარსელონელებს” არ დაურტყამთ.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა გავიმ, ანსუ ფატიმ და ჟორდი ალბამ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მედლები სერხიო ბუსკეტსს, ერიკ გარსიას, პედრისა და ფერან ტორესსაც გადაეცემათ, რადგან მათ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს.

საინტერესო ფაქტები:

  • გავი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტიტული მოიგო;
  • სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები იტალიასთან 2-3 დამარცხდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • mari
    schedule 20 ივნ 2023, 01:35
    #13

    ციტატა: nika 54
    სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.
    ალბა?


    და პიკე??? blush

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2023, 23:58
    #12

    ციტატა: nika 54
    სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.
    ალბა?


    ალბა მსოფლიოზე არ ყოფილა

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივნ 2023, 22:16
    #11

    ხორვატიამ ამჯერად მაინც ხო წააგო პენალტებში, ძაან ძაღლი გუნდია.

  • Maestro 6
    schedule 19 ივნ 2023, 19:52
    #10

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: nikusha
    იცით რა მაინტერესებს ახლა ეპანეთმა რომ მოიგო ერთა ლიგა, ჩვენს ჯგუფში კი რომ დაიკავოს 1-2 ადგილი, ისედაც და ასედაც გასულია ესპანეთი ევროპაზე. და მაშინ ჩვენი ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასული გავა ევროპაზე?


    არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.


    სამი გუნდი გადის ჩვენი ჯგუფიდან რადგან ესპანეთი უკვე გასულია ევროზე


    არ არის გასული, მაინც საკვალიფიკაციოს გავლა მოუწევს

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2023, 17:36
    #9

    სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.
    ალბა?

  • C.PC5
    schedule 19 ივნ 2023, 15:29
    #8

    ციტატა: mari
    ვაიმე, მე გახარებული ფატის დანახვა მიხარია, იმედია სახლშიც ეს განწყობა გამოჰყვება და ისევ ვიხილავთ გოლებზე დაგეშილ ბავშვს!!!.. heart_eyes heart_eyes heart_eyes


    სხვათაშორის გუშინ რაც მოვახერხე ყურება რომ შემოვიდა ძაან იყო მოტივირებული და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დამატებითებში აღარ ვიცი რა ხდებოდა😁

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2023, 14:01
    #7

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: nikusha
    იცით რა მაინტერესებს ახლა ეპანეთმა რომ მოიგო ერთა ლიგა, ჩვენს ჯგუფში კი რომ დაიკავოს 1-2 ადგილი, ისედაც და ასედაც გასულია ესპანეთი ევროპაზე. და მაშინ ჩვენი ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასული გავა ევროპაზე?


    არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.


    სამი გუნდი გადის ჩვენი ჯგუფიდან რადგან ესპანეთი უკვე გასულია ევროზე

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივნ 2023, 13:42
    #6

    ციტატა: nikusha
    იცით რა მაინტერესებს ახლა ეპანეთმა რომ მოიგო ერთა ლიგა, ჩვენს ჯგუფში კი რომ დაიკავოს 1-2 ადგილი, ისედაც და ასედაც გასულია ესპანეთი ევროპაზე. და მაშინ ჩვენი ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასული გავა ევროპაზე?


    არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2023, 12:14
    #5

    იცით რა მაინტერესებს ახლა ეპანეთმა რომ მოიგო ერთა ლიგა, ჩვენს ჯგუფში კი რომ დაიკავოს 1-2 ადგილი, ისედაც და ასედაც გასულია ესპანეთი ევროპაზე. და მაშინ ჩვენი ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასული გავა ევროპაზე?

  • mari
    schedule 19 ივნ 2023, 10:50
    #4

    ვაიმე, მე გახარებული ფატის დანახვა მიხარია, იმედია სახლშიც ეს განწყობა გამოჰყვება და ისევ ვიხილავთ გოლებზე დაგეშილ ბავშვს!!!.. heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • C.PC5
    schedule 19 ივნ 2023, 07:51
    #3

    ნებისმიერი ფინალი საშინელი საყურებელია უკვე ევროპაში. ფინალამდე ჩართავ თითქმის ნებისმიერ თამაშს და რაღაცას მაინც უყურებ, ფინალის ჩართვა და თვალების დადუღება ერთია, ძირითად დროში კიდე გავუძელი ამათ საცოდაობას მარა დამატებითს ვეღარ ავიტანდი და შევეშვი ყურებას. ადრეც ვთქვი და ახლა უნდა გავიმეორო, ამ ესპანეთს ისევ ბარსამ თუარ გაუზარდა ერთი კაი თაობა ისე არაფერი გამოუვათ. როდის დაამთავრეს ვილამ და ტორესმა კარიერა, მას მერე არიან მორატას იმედზე🥴 მაგის იმედი მამამისს არ აქვს, არც ფლანგები უვარგათ, გაპიარებული ასენსიოთი რა უნდა ქნან. ან დაცვა რას გავს, ლენორმანი ლენგლეზე უარესი იყო მგონი გუშინ. იმედია მაგ თასით არ დაიმშვიდებენ თავს და რამე გამოსავლის პოვნას ეცდებიან, თორე ორი-სამი კაცით თამაში შორს ვერ წაიყვანს მაგ ნაკრებს.

  • Griezzy7
    schedule 19 ივნ 2023, 02:30
    #2

    ნახევარდაცვას ეშველება მაგრამ დაცვას და შეტევას ძალიან დიდი ჩავარდნააქ ესპანეთში. განსაკუთრებით შეტევას, საერთოდ არცერთი დამაიმედებელი ფეხბურთელი არ ჰყავთ

  • Maestro 6
    schedule 19 ივნ 2023, 02:08
    #1

    ამ ბავშვების გამოა გასახარი, ჩავარდა აქვს ესპანეთს და იქნებ ამოიქავონ გამარჯვებულის მენტალიტეტით, და რა თქმა უნდა ბარსაზეც დადებითად იმოქმედებს