ბარსელონა მესის ნივთებს ისევ ყიდის

ბარსელონა მესის ნივთებს ისევ ყიდის

ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ 4 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ არგენტინელს კატალონიური გუნდისთვის ფული ისევ მოაქვს.

"ბლაუგრანას" ოფიციალურ მაღაზიაში მესის ნივთები ისევ იყიდება. ამჟამად მაღაზიაში მესისთან დაკავშირებული 3 ნივთია გასაყიდად გამოტანილი და თითოეულის ფასი საკმაოდ მაღალია.

"ბარსელონას" კაპიტნის სამკლავური, რომელსაც მესის ხელმოწერა ამშვენებს, 643.5 ევროდ იყიდება. "ბარსელონას" 2020/21 წლების სეზონის საშინაო ფორმა მესის მაისურით კიდევ უფრო ძვირი, 1 170 ევრო ღირს. ყველაზე ძვირი კი არის 2013/14 წლების სეზონის მაისური, რომელსაც მესის გარდა ხელს ჩავი და ანდრეს ინიესტა აწერენ. ეს ფორმა 2 950 ევრო ღირს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 დეკემბერი 2021 00:50
    0
    ახლა რო 3000 ევრო მქონდეს იმ 2013 წლის ფორმაში დაუფიქრებლად მივათხლიშავდი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 დეკემბერი 2021 20:03
    3
    საინტერესოა ლეომ თუ იცის და ნებართვა თუ აიღეს მაინც. მაგარია ლეო ნახევარი წელია წავიდა და გუნდისთვის ფული ისევ მოაქვს. სხვათაშორის პსჟ-მ უკვე მილიონზე მეტი მესის მაისური გაყიდა და როგორც კლუბის კომერციული დირექტორი ამბობს, მეტსაც გაყიდიდნენ შეუზღუდავად რო მარაგდებოდეს მომწოდებლისგან.