workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ვალიადოლიდთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ვალიადოლიდთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ვალიადოლიდთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ.
ფინანსური სიტუაცია დიდ ტვირთად გვაწევს, მაგრამ გვინდა, რამდენადაც შესაძლებელია, გუნდი გავაძლიეროთ, რათა უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.
მარჯვენა მცველი ჩვენი პრიორიტეტი არაა. გუნდს ბუსკეტსი ტოვებს და აშკარაა, რომ მაღალი დონის საყრდენი ნახევამცველი გვჭირდება.

ვინისიუსი? სამწუხაროდ, რასიზმის შემთხვევებს კიდევ ვხვდებით. მისი ნებისმიერი გამოვლინება დასაგმობია. “რეალ მადრიდის” ფეხბურთელობამდე, ვინისიუსი ადამიანია და ის უნდა დავიცვათ – ამისთვის “ბარსას” მწვრთნელის პოზიციას ვიყენებ.

ფეხბურთი ერთადერთი სპორტია, რომელშიც შეურაცხყოფა ნორმალიზდა. ეს სხვა სახეობებში არ ხდება, რატომ უნდა მოითმინონ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შეურაცხყოფა? ეს უნდა შეჩერდეს.

ფატის? ჩვენ შემდეგი სეზონისთვის ვემზადებით და გადაწყვეტილება არცერთი ფეხბურთელის მომავალზე არ მიგვიღია. ვნახავთ, რას გავაკეთებთ და რამდენად გაძლიერების საშუალებას მოგვცემს ფინანსური ფეარ პლეი.

“რეალ სოსიედადი” სუბიმენდიზე ჩემ მიერ გაკეთებულმა კომენტარმა გააბრაზა? მე არავის საქმეებში ჩარევა არ მსურს, მაგრამ თუ მკითხავენ, რას ვფიქრობ ფეხბურთელზე, მე ვუპასუხებ. 

კიმიხი დიდებული ფეხბურთელია, სათქმელი მეტი არაფერი მაქვს.
პაბლო ტორე ხვალ ითამაშებს. დროა, ფეხბურთელები დავასვენოთ და ისინი ვათამაშოთ, რომლებიც ნაკლებ დროს იღებენ.
მესის დაბრუნება ბევრ საკითხზეა დამოკიდებული, მათ შორის ლეოს სურვილზე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მასთან ვმეგობრობ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამატებას.
მატეუ ალემანი ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე მუშაობს და ინფორმაციას ყოველდღიურად გვაწვდის. 
გუშინ ნიკო გონსალესმა მაღალ დონეზე ითამაშა. სამწუხაროა, რომ მან ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა. შემდეგ სეზონს ახლა ვგეგმავთ და ნიკოს, ტორესა და ანსუს მომავალზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.
გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც კაპიტნის თვისებები აქვს. ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე ძალიან კარგი ლიდერები არიან. კაპიტნობის პოტენციალი გავისა და პედრისაც აქვთ. ლევანდოვსკიც ნამდვილი კაპიტანია სამკლავურის გარეშე.
მინდა, ლევანდოვსკიმ პიჩიჩი და ტერ შტეგენმა სამორას ჯილდო მოიგოს, გუნდმა კი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვას.
დეკუსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჯერ არაფერი გაოფიციალურებულა, ამიტომ მასზე მეტს არაფერს ვიტყვი. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2023, 20:03
    #14

    ვინისიუსი ყველაფრის ღირსია…

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 23 მაი 2023, 13:03
    #13

    რასიზმი დაუშვებელია,მაგრამ ვინისიუსი,რომ ნაბი*ვარია ბევრი ბაზარი არ უბდა მაგას.უსაზიზღრესი ხასიათი აქვს და პრო*იცაა ეტყობა.

  • me da barca
    schedule 23 მაი 2023, 10:26
    #12

    აქ ზოგიერთებისგან რეალის ფეხბურთელების დაცვა არ მიკვირს. ზოგადად არც მე ვემხრობი რასიზმს და ეს მიუღებელია, მაგრამ რაც შეეხება ვინიციუს, არის ნიჭიერი და ამავე დროს დამპალი ხასიათის. ხშირად იწვევს სხვებს და ფარად იყენებს ამ რასიზმს და გამოდის დაჩაგრული ფერადკანიანის როლში. შეხედეთ აბა, თამაში არ სრულდება ისე, რომ ამან არ იჩხუბოს. განა ამის მეტი შავკანიანი სხვა არ არის? რატომ სხვა არ კამათობს და ჩხუბობს?! ხასიათი აქვს აყროლებული, გამოიწვევს სხვებს და მიაძახებენ მერე რამეს და ატეხავს ვაი-უშველებელს, რასიზმი მსხვერპლი ვარო. გამოიცვალოს ხასიათი, ყველას ნუ ეიაზვება და ეჭიმება ეგ ახ**ი. მოედანზე, რომ ვიყო, არც მე დავინდობდი ამ ნაძირალას თავისი ხასიათიდან გამომდინარე და არა კანის ფერის გამო. ასე რომ ნუ გახადეთ რასიზმის მსხვერპლი. ყველას ეგ ეჭინთება და ერთხელაც დაუჩეჩქვავენ უნიტაზივით ყბას და ღირსიც იქნება.

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 მაი 2023, 22:52
    #11

    ციტატა: totti10

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: totti10

    ციტატა: isakichi
    ვინიციუსის მიმართ რასისტულ ქმედებებს მინდა შევეხო,რავიცი რა ვთქვა,დაუშვებელია და სირცხვილია უბრალოდ და ძაან მეცოდება ეგ ბიჭი,კლუბი და ფანები უნდა დაისაჯნონ საჯაროდ და მკაცრად,მიუხედავად იმისა რო რეალის ფეხბურთელია,საერთოდ არ ვარ მის წინააღმდეგ ზოგადად მტრულად განწყობილი,პირიქით უმაღლესი დონის ფეხბურთელია,ლა ლიგაა თუ კელტების ლიგა არ შეიძლება ასე,აუცილებლად ზომები უნდა მიიღონ,ასეთ დროს კლუბები თუ მხარდაჭერას გამოუცხადებენ მე მივესალმები,ეს არაა საფეხბურთო თემა,ესაა ეთიკის,მორალის,ზნეობის და პატივისცემის საკითხი,სადაც ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს

    ლა ლიგის პრეზიდენტის გამოსვლა ნახე მაგ ამბავზე ტიპი რეებას ამბობს გაგჟდები :))) რონალდინიოდან დაწყებული რავიცი ვით დამთავრებული ყველამ პოსტი და ამბები მიუძღვნა ინსტაზე და ტვითერზე, პროკურატურა ჩარია ფიფამ და ეთი ამბავი არის აწეული, მერე უკვირთ ლა ლიგაში ტოპი რატომ არ მოდისო, რატომ მიდის ინგლისშIო იმიტომ რომ იქ არავინ მსგავს მზეობებს არ ამბობს და მაგიტომ აქ კიდე რავიცი აი შეგიძია დებილ იეძახო რამე რა უბედურებაა მაიმუნი ხარ ბამბის მკრეფავი ხარ, მონა იყო დედაშენი რაუბედურებაა რა არის, აგერ ვალვერდეს იმ ვილიარეალის ფეხბურთელმა ვაფშე არდაბადებული შვილი რომდაწყევლა 🙁 ხავის კარგი გამსოვლა გამოუვიდა მაგაზე, მოკლედ კლუბები თუ არ გაერთიანდებიან და მითუმეტეს ბარსა რეალი ერთად არ დადგება სულ ასე იქნება.


    ინგკისი არ იყო საკას რა უქნეს ევროპაზე პენალტის გამაზვის გამო?

    ან ოზილმაც რო თქვა გერმანიაშიც რა ხდება.

    ეგ ხომცალკე თემაა, მოკლედ სანამ ფიფა და თვითონ კლუბები არ მიიღებენ ზომებს ესე იქნება სულ, აგერ როგორ დაუდგა პერესიგვერდით და ფიფაში უჩივლა და გაგზავნა ფიფამ ეგრევე პროკურატურა და 4 ფანი დაუჭერიათ, სერიოზული სანქცია ემუქრება ვალენსიას და ასევე მესტალიას


    ხოდა ძალიან კარგი , უბრალოდ მამარდა მოხდა ამ გაუგებრიბაში. სასწაული ხდება მის გვერდზე რასიზმში ადანაშაუკებენ და მთელი ამბები

  • isakichi
    schedule 22 მაი 2023, 22:15
    #10

    ციტატა: totti10

    ციტატა: isakichi
    ვინიციუსის მიმართ რასისტულ ქმედებებს მინდა შევეხო,რავიცი რა ვთქვა,დაუშვებელია და სირცხვილია უბრალოდ და ძაან მეცოდება ეგ ბიჭი,კლუბი და ფანები უნდა დაისაჯნონ საჯაროდ და მკაცრად,მიუხედავად იმისა რო რეალის ფეხბურთელია,საერთოდ არ ვარ მის წინააღმდეგ ზოგადად მტრულად განწყობილი,პირიქით უმაღლესი დონის ფეხბურთელია,ლა ლიგაა თუ კელტების ლიგა არ შეიძლება ასე,აუცილებლად ზომები უნდა მიიღონ,ასეთ დროს კლუბები თუ მხარდაჭერას გამოუცხადებენ მე მივესალმები,ეს არაა საფეხბურთო თემა,ესაა ეთიკის,მორალის,ზნეობის და პატივისცემის საკითხი,სადაც ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს

    ლა ლიგის პრეზიდენტის გამოსვლა ნახე მაგ ამბავზე ტიპი რეებას ამბობს გაგჟდები :))) რონალდინიოდან დაწყებული რავიცი ვით დამთავრებული ყველამ პოსტი და ამბები მიუძღვნა ინსტაზე და ტვითერზე, პროკურატურა ჩარია ფიფამ და ეთი ამბავი არის აწეული, მერე უკვირთ ლა ლიგაში ტოპი რატომ არ მოდისო, რატომ მიდის ინგლისშIო იმიტომ რომ იქ არავინ მსგავს მზეობებს არ ამბობს და მაგიტომ აქ კიდე რავიცი აი შეგიძია დებილ იეძახო რამე რა უბედურებაა მაიმუნი ხარ ბამბის მკრეფავი ხარ, მონა იყო დედაშენი რაუბედურებაა რა არის, აგერ ვალვერდეს იმ ვილიარეალის ფეხბურთელმა ვაფშე არდაბადებული შვილი რომდაწყევლა 🙁 ხავის კარგი გამსოვლა გამოუვიდა მაგაზე, მოკლედ კლუბები თუ არ გაერთიანდებიან და მითუმეტეს ბარსა რეალი ერთად არ დადგება სულ ასე იქნება.


    ხოო მეგობარო ძააან ცუდი მდგომარეობაა,მაგას მარტო სასჯელი და რეგულაციები თუ უშველის,არა მარტო გულშემატკივარი ის კლუბიც უნდა დაისაჯოს,თვითონ კლუბებმა მაგ თემაზე აგიტაციები და მოკლედ დაჟინებული და მეთოდური მუშაობა ჭირდება რო მაგ საქმე მომავალში სასიკეთოდ შემოტრიალდეს

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 მაი 2023, 21:52
    #9

    ციტატა: totti10

    ციტატა: isakichi
    ვინიციუსის მიმართ რასისტულ ქმედებებს მინდა შევეხო,რავიცი რა ვთქვა,დაუშვებელია და სირცხვილია უბრალოდ და ძაან მეცოდება ეგ ბიჭი,კლუბი და ფანები უნდა დაისაჯნონ საჯაროდ და მკაცრად,მიუხედავად იმისა რო რეალის ფეხბურთელია,საერთოდ არ ვარ მის წინააღმდეგ ზოგადად მტრულად განწყობილი,პირიქით უმაღლესი დონის ფეხბურთელია,ლა ლიგაა თუ კელტების ლიგა არ შეიძლება ასე,აუცილებლად ზომები უნდა მიიღონ,ასეთ დროს კლუბები თუ მხარდაჭერას გამოუცხადებენ მე მივესალმები,ეს არაა საფეხბურთო თემა,ესაა ეთიკის,მორალის,ზნეობის და პატივისცემის საკითხი,სადაც ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს

    ლა ლიგის პრეზიდენტის გამოსვლა ნახე მაგ ამბავზე ტიპი რეებას ამბობს გაგჟდები :))) რონალდინიოდან დაწყებული რავიცი ვით დამთავრებული ყველამ პოსტი და ამბები მიუძღვნა ინსტაზე და ტვითერზე, პროკურატურა ჩარია ფიფამ და ეთი ამბავი არის აწეული, მერე უკვირთ ლა ლიგაში ტოპი რატომ არ მოდისო, რატომ მიდის ინგლისშIო იმიტომ რომ იქ არავინ მსგავს მზეობებს არ ამბობს და მაგიტომ აქ კიდე რავიცი აი შეგიძია დებილ იეძახო რამე რა უბედურებაა მაიმუნი ხარ ბამბის მკრეფავი ხარ, მონა იყო დედაშენი რაუბედურებაა რა არის, აგერ ვალვერდეს იმ ვილიარეალის ფეხბურთელმა ვაფშე არდაბადებული შვილი რომდაწყევლა 🙁 ხავის კარგი გამსოვლა გამოუვიდა მაგაზე, მოკლედ კლუბები თუ არ გაერთიანდებიან და მითუმეტეს ბარსა რეალი ერთად არ დადგება სულ ასე იქნება.


    ინგკისი არ იყო საკას რა უქნეს ევროპაზე პენალტის გამაზვის გამო?

    ან ოზილმაც რო თქვა გერმანიაშიც რა ხდება.

  • isakichi
    schedule 22 მაი 2023, 20:58
    #8

    ვინიციუსის მიმართ რასისტულ ქმედებებს მინდა შევეხო,რავიცი რა ვთქვა,დაუშვებელია და სირცხვილია უბრალოდ და ძაან მეცოდება ეგ ბიჭი,კლუბი და ფანები უნდა დაისაჯნონ საჯაროდ და მკაცრად,მიუხედავად იმისა რო რეალის ფეხბურთელია,საერთოდ არ ვარ მის წინააღმდეგ ზოგადად მტრულად განწყობილი,პირიქით უმაღლესი დონის ფეხბურთელია,ლა ლიგაა თუ კელტების ლიგა არ შეიძლება ასე,აუცილებლად ზომები უნდა მიიღონ,ასეთ დროს კლუბები თუ მხარდაჭერას გამოუცხადებენ მე მივესალმები,ეს არაა საფეხბურთო თემა,ესაა ეთიკის,მორალის,ზნეობის და პატივისცემის საკითხი,სადაც ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს

  • Chico
    schedule 22 მაი 2023, 20:51
    #7

    ვიღაცამ თქვა მოტივაცია არ ჰქონდათ წინა მატჩშიო- როგორ არ ჰქონდათ, ამდენი ჯილდო და რეკორდი შეუძლათ მოიგონ და წლის კარგი სტატისტიკა გაამყარონ. სწორედ ეგ მატჩი არ უნდა წაეგოთ. ამდენი ხალხი სტადიონზე და ათჯერ მეტი ტელევიზორებთან შეიკრიბა მისალოცად და ზუსტად მაშინ მიასხეს თავიანთ პატრონს. 1995 წლის მერე რეალ სოსიდეადს არ მოუგია კამპ ნოუზე და სწორედ ეხლა, საჩემპიონო მატჩი წააგეს ასე სამარცხვინოთ. მაგრამ ხალხმა ჩაყლაპა. მონატრებულია ყველა ტიტულებს და პრეტენზია წაგებაზე არ ყოფილა. ტყუილა კი არ ვეძახი მაგათ ქარაქუცა ჩემპიონებს. იმ მატჩის შემდეგ, არა ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ მატჩებს უკეთესად ჩაატარებენ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მთელი წლის დამსახურებულ სტატისტიკას ამ ოთხ მატჩში ჩასვრიან. თანაც როტაცია იქნება შემადგენლობაში. ტერ სტეგენი მეცოდება, ნამდვილად ეკუთვნის ისტორიაში ჩაწერა

  • Don_Andresito
    schedule 22 მაი 2023, 17:55
    #6

    ტორეც და კასადოც დასატესტია. ალარკონიც რატო დაიკიდა ეთამაშა ტორესზე ნაკლები არ იქნებოდა. ეს იამალიც ეხლა გაიწვიეს ნაკრებში არადა კაი დრო იყო პრაქტიკის მისაცემად. მარა ჩავის ურჩევნია ალონსო ათამაშოს შეტევაში ვიდრე ახალგაზრდები

  • nika 54
    schedule 22 მაი 2023, 16:52
    #5

    გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც კაპიტნის თვისებები აქვს. ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე ძალიან კარგი ლიდერები არიან. კაპიტნობის პოტენციალი გავისა და პედრისაც აქვთ. ლევანდოვსკიც ნამდვილი კაპიტანია სამკლავურის გარეშე.
    მერე რა პრობლემაა დანიშნონ მესი რო მოვა, დანარჩენები ვიცე კაპიტნებად გააფორმონ და არავინ დარჩება ნაწყენი.

  • C.PC5
    schedule 22 მაი 2023, 16:43
    #4

    El Clasico,

    ციტატა: El Clasico
    რეკორდებზე დაწერეთ რამდენი დაგვრჩა რა შანსი გვაქვს?
    მშრალად შენახული კარის და გაშვებული გოლების.


    როგორც ვიცი დარჩენილი სამი თამაშიდან ორში თუ შეინახეს კარი მშრალად ამყარებენ რეკორდს, გოლებს რაც შეეხება ორზე მეტს თუარ გაუშვებენ ჩვენი იქნება, სამზეგაიმეორებენ პროსტა

  • bech
    schedule 22 მაი 2023, 15:45
    #3

    შემდეგ სეზონს ახლა ვგეგმავთ და ნიკოს, ტორესა და ანსუს მომავალზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

    იმედია აქ ტორესი უგულისხმა და არა ტორე. პაბლო ტორეს დიდი მომავალი ექნება (და ძალიან მცირე თანხაც არის გადახდილი, სულ გავყიდით იგივე ფასად), ფერნა ტორესისგან განსხვავებით.

  • El Clasico
    schedule 22 მაი 2023, 15:34
    #2

    რეკორდებზე დაწერეთ რამდენი დაგვრჩა რა შანსი გვაქვს?
    მშრალად შენახული კარის და გაშვებული გოლების.

  • C.PC5
    schedule 22 მაი 2023, 15:26
    #1

    "პაბლო ტორე ხვალ ითამაშებს. დროა, ფეხბურთელები დავასვენოთ და ისინი ვათამაშოთ, რომლებიც ნაკლებ დროს იღებენ."
    კაი დროს კი მოგაგონდა ტორეს თამაში. ალონსო და ალბა დამიყენე რამენაირად ერთ ფლანგზე ისევ ახლა🙂 კი იქნებით ღირსები შტეგენმა დაგაპაშოლოთ სეზონის ბოლოს