ესპანეთის თასზე ბარსას თამაშის ზუსტი დრო ცნობილია

ესპანეთის თასზე ბარსას თამაშის ზუსტი დრო ცნობილია

გუშინ ესპანეთის თასის 1/16 ფინალისთვის "ბარსელონას" მეტოქე გაირკვა. კატალონიური გუნდი ანდალუსიურ "ლინარესს" დაუპირისპირდება.

გამარჯვებულს ერთი თამაში გამოავლენს, რომელიც ლინარესში ჩატარდება.

ცოტა ხნის წინ მატჩის დრო დაზუსტდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "ლინარესისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 5 იანვარს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასის მოქმედი გამარჯვებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 დეკემბერი 2021 20:35
    0
    მთლად ამ გუნდთან ნუ გამოვარდებიან, ტეხავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 დეკემბერი 2021 15:29
    0
    ხოდა უნდა შევინარჩუნოთ ეს თასი კიდევ კაი ხნით, რომ უეფა ლიგაზე გასვლის შანსი გვქონდეს.