ბარსა-ბეტისი 4-0 | ბარსელონა მდევართან უპირატესობას ინარჩუნებს

ბარსა-ბეტისი 4-0 | ბარსელონა მდევართან უპირატესობას ინარჩუნებს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” “ბეტისი” მარტივად, 4-0 დაამარცხა.

“ბარსამ” სევილიელ სტუმრებს საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრა. მე-14 წუთზე რაფინიას ჩაწოდების შემდეგ ანდრეას კრისტენსენმა “ბლაუგრანაში” სადებიუტო გოლი გაიტანა. 33-ე წუთზე “ბეტისი” მოედანზე 10 კაცით დარჩა, მომდევნო 6 წუთში კი თავი რობერტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამაც გამოიჩინეს და ტაიმი “ბარსას” დამაჯერებელი მოგებით დასრულდა.

მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. ანსუ ფატის აქტიურობის შემდეგ გუიდო როდრიგესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

86-ე წუთზე კი ისტორიული შემთხვევა დაფიქსირდა – “ბარსელონას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 15 წლის ფეხბურთელს, ლამინე იამალის.

32 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგას 11 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2023, 18:11

    იმედია ოსასუნასთანაც მოვიგებთ, ისევ სახლში ვთამაშობთ და მოგების შემთხვევაში 5 ქულაღა დაგვჭირდება, მიუხედავად იმისა რას იზავს რეალი.

  • Rick Sanchez
    schedule 30 აპრ 2023, 11:42

    იამალის ძალიან მეიმედება, აუ როგორ მინდოდა გაეტანა გოლი…

  • Chico
    schedule 30 აპრ 2023, 01:20

    განსაკუთრებით "მომეწონა" ბოლო წუთები, როცა 10 – 8-ზე თამაშობდნენ. ამდენი შეტევა, ამდენი რეალური შესაძლებლობა და გოლი გადის ბეტისის დამცველის შემთხვევითი ასხლეტიდან….. ბარსამ ამ სიტუაციაში ვერ გაიტნა …..

  • CuleTillIDie
    schedule 30 აპრ 2023, 01:11

    საჭირო იყო ასეთი თამაში აქამდე ბოლო 5 ნაჩვენები საზიზღრობის მერე.

  • Albicelecte
    schedule 30 აპრ 2023, 01:07

    ანუ კატა-თაგვობანა იქნება რამდენიმე ტური, რეალის ლიგიდან გამოვარდნამდე

  • kanja
    schedule 30 აპრ 2023, 01:07

    როგორც იქნა!