workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 0-4 რეალ მადრიდი | მიმოხილვა

ბარსელონა 0-4 რეალ მადრიდი | მიმოხილვა

“ბარსელონამ” კოპა დელ რეის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი პირწმინდად წააგო და ტურნირს გამოეთიშა. კატალონიურმა გრანდმა “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” 0-4 წააგო და ორი შეხვედრის ჯამში 1-4 დამარცხდა.

პირველი ნახევარი თითქოს თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა “ბლანკოსმა” ტაიმის მიწურულს გოლის გატანა მოახერხა. თავი ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა. 

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ქარიმ ბენზემამ ანგარიში 0-2 გახადა. ლუკა მოდრიჩი “ბარსელონას” მთელ ნახევარდაცვას გაცდა და ფრანგი იდეალური პოზიციაში დატოვა, რომლის დარტყმა ვერც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. 

მესამე გოლი ფრანკ კესიეს სულელური შეცდომის შედეგად დანიშნული პენალტით კვლავ ბენზემამ გაიტანა, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ 35 წლის შემტევმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შედეგად, კოპა დელ რეის ფინალში “რეალ მადრიდი” იასპარეზებს, რომელიც “ოსასუნას” დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 17:51
    #5

    და ვიდეოს რა ჭირს, თუ მაგასაც შერცხვა და არ უნდა კიდევ ერთხელ იმ კოშმარს გვაყურებინოს.

  • Rick Sanchez
    schedule 06 აპრ 2023, 08:28
    #4

    მაგრები არიან, ჩაგვი*ვეს მუღამში! ესენი იქით წელსაც ჩარჩებიან ჯგუფში

  • Albicelecte
    schedule 06 აპრ 2023, 03:37
    #3

    ეხლა დაფაცურდებიან ლაპორტა და ალემანი, იტყვიან, რომ მეფის დაბრუნება აუცილებელია თეთრ ორკებთან საბრძოლოდო

  • kanja
    schedule 06 აპრ 2023, 01:32
    #2

    ატრაკებთ გიხარიათ უთავმოყვარეებო!

  • Clever liar
    schedule 06 აპრ 2023, 01:30
    #1

    რავქნათ შტეგენ, ალონსო რო გიდგას წინ და მერე მაგის დამზღვევებათ ბალდე რობერტო, გაგივა 4 გოლი აბა რაფერ გინდა ბიძი :)))