workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის თასის 1/2-ფინალური თამაშების მსაჯები დაასახელა. ცნობილი გახდა ზეგ გასამართი “ელ კლასიკოს” არბიტრის ვინაობაც.

დაპირისპირებას ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.

მარტინეს მუნუერა 40 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2013 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მუნუერა თამაშში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.30 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს. მარტინეს მუნუერას მიერ განსჯილი თამაშების 49%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 29%-ში – სტუმრები.

“ელ კლასიკოში” მუნუერას 2-ჯერ უმსაჯია. 2020 წელს ბარსელონაში “რეალ მადრიდმა” 3-1 მოიგო, 2022 წელს კი კატალონიელებმა მადრიდში მეტოქე 4-0 გაანადგურეს.

ხუან მარტინეს მუნუერას სტატისტიკა “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” თამაშებში:

ბარსელონა რეალ მადრიდი
თამაში 32 32
მოგება 22 19
ფრე 6 6
წაგება 4 7
მოგების % 69% 59%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 6 7
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 3 4
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 3 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 1
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2023, 21:46
    #4

    ციტატა: Genius8
    სუას და ბენზემას სტატისტიკა ელ კლასიკოებში.
    15 თამაში 11 გოლი ჯეკას
    ბენზემას 45 თამაშში 13 გოლი
    აქაც კი ეტყობა რამდენად დიდია ჯეკა🫶❤️


    და მესის ზუსტად 2-ჯერ მეტი გოლი ვიდრე ბენზემას. ვინ იცის რას იზავდა ამ ორ წელში კიდევ.

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2023, 15:07
    #3

    ციტატა: Genius8
    სუას და ბენზემას სტატისტიკა ელ კლასიკოებში.
    15 თამაში 11 გოლი ჯეკას
    ბენზემას 45 თამაშში 13 გოლი
    აქაც კი ეტყობა რამდენად დიდია ჯეკა🫶❤️


    პლიუს ამას ჰეთ-თრიქებს იფორმებდა ეგ ნადირი. რეალის პერსონალური მამიკო იყო მესისთან ერთად

  • Genius8
    schedule 03 აპრ 2023, 20:28
    #2

    სუას და ბენზემას სტატისტიკა ელ კლასიკოებში.
    15 თამაში 11 გოლი ჯეკას
    ბენზემას 45 თამაშში 13 გოლი
    აქაც კი ეტყობა რამდენად დიდია ჯეკა🫶❤️

  • azulgerana
    schedule 03 აპრ 2023, 20:22
    #1

    როგორ არცერთი მსაჯი არაა ჩვენიანი