workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას საჩივარი არ დაკმაყოფილდა – გავის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის

ბარსას საჩივარი არ დაკმაყოფილდა – გავის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის

სპორტული წარმატებების პარალელურად “ბარსელონას” პრობლემები მაინც არ ელევა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ “ბარსელონას” საჩივარი არ დააკმაყოფილა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე კი გავის კონტრაქტს ეხება.

იანვარში სასამართლომ ლა ლიგას აიძულა, გავის ახალი კონტრაქტი დაერეგისტრირებინა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა. “ბარსელონამ” ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რას ნიშნავს ეს? კარგს არაფერს.

ამჟამად ლა ლიგაში დარეგისტრირებულია გავის კონტრაქტი, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს გასდის. თუ “ბარსა” სახელფასო ხარჯს მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, გავის ახალი ხელშეკრულების დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს და სეზონის ბოლოს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. ასეთივე მდგომარეობაა სერჟი რობერტოს, მარკოს ალონსოსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რონალდ არაუხოს შემთხვევებშიც. ამ ფეხბურთელების კონტრაქტებს, რომლებიც ლა ლიგაშია დარეგისტრირებული, ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს გასდის.

სეზონის ბოლო სპორტული თვალსაზრისით, სავარაუდოდ, მშვიდი და წარმატებული იქნება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის საშუალება ნამდვილად არ ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 22 მარ 2023, 21:12
    #10

    სეზონის ბოლო მშვიდი და წარმატებული იქნებამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეალს კოპადან გავაგდებთ, ოღონდ რეალი გავაგდოთ და მერე ფინალი რომც წავაგოთ ისე აღარ დამწყდება გული.

  • Don_Andresito
    schedule 22 მარ 2023, 11:26
    #9

    ამიტო ტრანსფერებზე მეტად გავი ბალდე და არაუხო შეინარჩუნონ. ტრანსფერები მერე

  • me da barca
    schedule 22 მარ 2023, 11:12
    #8

    ორკესტრირებულად უტევენ ბარსას.
    ნუთუ იგივე პრობლემა სხვა გუნდებს არ ფამოუჩნდა. სასამართლომ ჯერ გადააფურთხა და მერე ალოკა. თქვენს ოჯახებში ირბინა ტიტველმა ჯეი ჯეი ოკოჩამ.

  • Tomasa
    schedule 22 მარ 2023, 08:31
    #7

    ალონსო, გარსია, ტორესი რისთვის არიან გუნდში კაცმა არ იცის.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 22 მარ 2023, 08:23
    #6

    ეს ყველაფერი არის ლაპორტას უტვინობის ბრალი, როცა ადგა და კლუბის შემოსავლების ნახევარი ერთი ხელის მოსმით გაყიდა. ვიცოდი რომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდით და ფაქტიც სახეზეა.. მილიონები ყარა გამოუსედაგარ ფეხბურთელებში

  • Fc Barca Batumi
    schedule 22 მარ 2023, 01:21
    #5

    ტებას! ბარსას მუხას ვერ წააქცევ! ფესვები ძაანაა მყარად!

  • Albicelecte
    schedule 22 მარ 2023, 00:35
    #4

    გაბრაზებულებნი მომდევნო სეზონს უფრო მონდომებით დაიწყებენ და რეალს პეპს მოანატრებენ smiley

  • I N I E S T A 8
    schedule 21 მარ 2023, 23:41
    #3

    ტებას შენი ოჯახის ყველა წევრი იყოს ბალოტელი უმტიტის ნაჭერი შენი გამზრდელს შევე.ი
    5-შიც თუ ჩავულაგეთ მერე კიდე ახალი რეგულაციებს ელოდეთ არაფერი გაგიკვირდეთ.ამის ფონზე ფუნდი შიდა ტრიპლეტზე იწევს ორი თასი ჯიბეშია ერთის ნახ ფინალში და მაინც ხავის დედას შევე.იო🙃

  • Griezzy7
    schedule 21 მარ 2023, 23:17
    #2

    ეგ არაფერი, გაყიდიან გარსიას, ფერანს და ფატის და დაცარიელდება სახელფასო ჭერი. + შეიძლება ბუსკეციც წავიდეს.

  • Rick Sanchez
    schedule 21 მარ 2023, 23:17
    #1

    მე კი მჯერა ჩვენი ბიჭების ერთგულების, მაგრამ ვაიდა ზაფხულის ბოლომდე ვერ დაარეგისტრირონ…