ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო

ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო

"ბარსელონაში" ეჭვობენ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიაში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. ინფორმაციას ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს. 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანზი ფლიკმა, 29 წლის მეკარე ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის (9-0) თავდაპირველ განაცხადში შეიყვანა, თუმცა მოგვიანებით კევინ ტრაპით ჩაანაცვლა. 

ტერ შტეგენის დაზიანება "ბუნდესნაკრებს" არ დაუდასტურებია. ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესთან საუბრის დროს თქვა, რომ კარგადაა, მაგრამ პერიოდულად დისკომფორტს გრძნობს. 

"ბარსელონა" გერმანელ მეკარეს გამოკვლევებს კატალონიაში დაბრუნებისთანავე ჩაუტარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოუწევს თუ არა მარკს შეხვედრების გამოტოვება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ნოემბერი 2021 18:16
    0
    წყევლა გვაქვს თუ რა უბედურებაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ნოემბერი 2021 01:07
    0
    ბიჭოო ამის ტრავმაღა გვაკლდა სრული " ბედნიერებისათვის " confused confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2021 00:50
    0
    აუ ამანაც თუ ტრავმა აიკიდა სულ დავიღუპეთ
    ციტატა: Davita
    ღლეპორტ დონარუმა როგორ დაკარგე შე ქინძო.

    გავარტყი დონარუმას როცა შტეგენია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 12 ნოემბერი 2021 22:41
    0
    ღლეპორტ დონარუმა როგორ დაკარგე შე ქინძო.
    ფანი [?]
    #2 12 ნოემბერი 2021 22:28
    0
    ვიდრე ფასი აქვს შტეგენს, გაყიდეთ! რობერტოც გაყიდეთ! მოაშორეთ რა ზედმეტები გუნდს. აღარ გვინდა ამათი ყურება :(
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ნოემბერი 2021 21:05
    2
    ეს ამ ზაფხულს გაკეთებული ოპერაციის რეციდივია ალბათ.