ტერ შტეგენი ხეტაფესთან თამაშისთვის მზად იქნება

ჟურნალისტი ხავი მიგელი "ბარსელონას" პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მიგელი წერს, რომ გერმანელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ექიმებისგან თამაშის ნებართვას მომდევნო შაბათს მიიღებს, კვირას კი "ხეტაფესთან" მატჩში გუნდის დახმარებას შეძლებს.
ტერ შტეგენმა მაისში მუხლის ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც ლა ლიგის წინა სეზონის ბოლო ტურის მატჩი და ევრო 2020 გამოტოვა. მან თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.
მარკის არყოფნაში "ბარსელონას" კარს ბრაზილიელი ნეტუ იცავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]