workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ალმერიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ალმერიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი “ალმერიასთან” მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს:

საკუთარ მოედანზე “ალმერია” ძლიერია. ვფიქრობ, ისინი თავს დიდი ძალებით დაიცავენ და 5 მცველით ითამაშებენ.

“რეალ მადრიდთან” მატჩზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ, რადგან ხვალ ლა ლიგაში სათამაშო გვაქვს და მოგება გვსურს.

დემბელე? ის კარგადაა, გუშინ ივარჯიშა და ფორმაშია. უსმანი ჯერ 100%-ით მზად არაა, მაგრამ დაბრუნებამდე დიდი დრო არ რჩება.

არაუხო შესანიშნავადაა, ანსუმ კი ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ, ვიმედოვნებ, კოპა დელ რეის ნახევარფინალისთვის მზად იქნება.

ყოველთვის მსურს, ძლიერი შემადგენლობა მყავდეს და დიდი არჩევანის საშუალება მქონდეს. წელს კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ გუნდი ყოველთვის უნდა გაძლიერდეს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.

მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლაა.

მანჩესტერში კარგად გამოვიყურებოდით და მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქეც ძალიან კარგ ფორმაში იყო.

ფიზიკურ ასპექტში ლა ლიგაში საუკეთესოები ვართ, ყველაზე მეტს დავრბივართ და ამას მაღალ ტემპში ვაკეთებთ.

ლევანდოვსკიმ იცის, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მაშინ, როცა რობერტი მოვიდა. პოლონელი ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებაზეა ფოკუსირებული.

მადრიდული დერბი? თუ “ატლეტიკო” მოიგებს, ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ჩვენ საკუთარი სამუშაო უნდა შევასრულოთ, თუმცა დერბის თვალს მივადევნებთ.

ვფიქრობ, ფერანის მენტალიტეტი შეიცვალა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მან “კადისთან” და “იუნაიტედთან” მატჩებში თავდაჯერებულობა მოიპოვა. 

ბუსკეტსს მანჩესტერში შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მთელს გუნდს გაუჭირდა. ბევრად ერთიანები უნდა ვიყოთ.

რობერტოს თამაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია. ის ნებისმიერ მწვრთნელს გამოადგება. 

გარნაჩოს ქმედება? ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია, მაგრამ ზოგჯერ მეტი თანაგრძნობაა საჭირო. მეტოქის ქომაგებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

თუ ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით, ეჭვგარეშეა, რომ კარგი სეზონი გამოგვივა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • me da barca
    schedule 20 დეკ 2023, 23:27
    #18

    ციტატა: რივალდო-მესი
    კლე! ნეტა ალმერიასთან რომ წააგოს გადადგება თავისით?


    არა, ვინმეს დააბრალებს.

  • Chico
    schedule 20 დეკ 2023, 20:09
    #17

    და ისევ ეს გაუთავებელი “უნდა”!!!!
    შე დალოცვილო ადამიანო, ასე კარგად და ზუსტად თუ იცი რაც უნდა სიტუაციის გამოსწორებას, 18 ტური დასრულდა და რატომ არ აკეთებ იმას რაც უნდა გაკეთდეს????
    შენ იცი რომ ხალხს დიდი პატივისცემა აქვს შენი, როგორც ბარსას ლეგენდალური ფეხბურთელის და იქნებ გგონია, რომ ეს ხალხი ამდენ ყურებზე ხახვის დაჭრას გაპატიებს? ცდები მეგობარო!!! არც ხალხი გაპატიებს და არც ლაპორტა. რომელმაც ლეო გააგდო გუნდიდან და მერე თქვა ბარსას “საკეთილდღეოდ” გავაკეთეო.
    შეეშვი ამ უაზრო და ამაზზრზენ ლაპარაკებს, ყოვლად დაუსაბუთებელი სისულელეების როშვას და გააკეთე ის რაც ასე კარგად იცი რომ “უნდა”!!!!, თუ ამის ტ….ი გაგაჩნია. და თუ არ გაგაჩნია, ძალიან გთხოვ დახვეწე შენი სამწვრთნელო პრაქტიკა რომელიმე სხვა გუნდში და როცა დაიხვეწები, მობრძანდი ბატონო უკან…
    ყველა ყველაფერს ხედავს და ყველამ იცის რაც “უნდა”, ნუ გვაშტერებ თუ ღმერთი გწამს, შენ ხარ მწვრთნელი და შენ უნდა!!! გააკეთო ის რაც უნდა!!!!
    და რაც მთავარია— ძალიან გთხოვ მოგვეცი იმის საშუალება, რომ მომავალშიც ღრმა პატივისცემით გავიხსენოთ ჩავი ჰერნანდესის სახელი!!!

  • რივალდო-მესი
    schedule 20 დეკ 2023, 18:42
    #16

    კლე! ნეტა ალმერიასთან რომ წააგოს გადადგება თავისით?

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2023, 18:38
    #15

    არსად არ გაუშვებს ჯერ ლაპორტა, იმიტომ რო მართლა მწვრთნელი გონია უმაღლესი დონის.

  • Jorkaeff
    schedule 20 დეკ 2023, 17:56
    #14

    ციტატა: Frenkie de Jong 21

    ციტატა: Jorkaeff
    ნანახიც არ ყავს როკე მინდოეზე ვარჯიშზე, დანალაპარაკებიც კი არაა მასთამ და ლეოს დონეს მიაღწევსო… აუ რა პიტალო ხარ რა ხავი.


    იმედია მიაღწევსო , და არ მინდა ჩავის ადვოკაკატივით გამოვჩდე მარა იცი რა ბარსაში გვარდიოლას გარდა ვინც არ უნდა მოვიდეს არავინ მოგვეწონება ყველაფერის ამის ბრალი ხო არა არის არაა? ერთი ნორმალური შემტევი არ გვყავს ჩავიმ რა ქნას? რა არჩევანსაც აძლევენ იმათგან ირჩევს ფეცბურთელებს გაამართლებს თუ არა მერე ის არჩული არავინ იცის. ეს ბიჭი როკე ახალგაზრდაა ნიჭიერი იქნებ აქაც გამოდგეს და დაიმკვიდროს თავი რატო ითარსებით და პესიმისტურ აზრებს რატო ისვრით იქეთ აქეთ ვერ ვხდები .გაიგეთ აწი რო არ მოვა ახალი მესი რონალდო ინიესტა და სხვა ლეგენდები აწი ახალი ერა იწყება სულ სხვა სტილით და მოთამაშეებით

    თუ ძმა ხარ რა. ალონსო შარშან რო მივიდა ლევერკუზენში გუნდი ააღორძინა, ყავდა ნორმალური შემტევი მას? ლევსნას ნახევარიც არ ყავდა არავინ, არც რაფინია ტორესის ნაირი სახელები ყოლია, მერე წელს კიდე გაუყიდენ დიაბი საერთოდ დატოვენ უ თავდასხმელოდ და ეგერ ახალგაზრდებით ბრდღვნის მთელ გერმანიას და ევროპა ლიგას. რა ხარისხი რა მოტივაცია რა შეტევა რა დაცვა ტიპი სრულყოფილი მენეჯერია უკვე. ვინ ყავს სახელოვანი ფეხბურთელი ერთი მაინც დამსახელე ჩვენსას რო ჯობდეს სახელით? აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა პროგრესირდა და აგრძელებენ პროფრეს ალონსოს ხელში ერთი ათად აეწია ფეხბურთელებს ფასები და ნუ დაიწყებთ ხავის მართლებას იმით რო არ ყავს არავინო. რა არ ყავს ვინ არ ყავს? უნდოდა ფერანი? უნდოდა რაფინია? მოუყვანეს -დალშე რა ქნა? ერთი სკამზე ყავს მეორე დარბის ცხენივით. რომეუ მოათრია? ათამაშებს? არავინ არ უყიდიათ ალონსოსთვის და კია ეგერ მხეცი მწვრთნელი მაინც. ჟირონას ყავს ჩვენნაირი იგროკები? გარსია მოათრევია ლაპორტას და გააშვებია ჟირონაში და ჟირონას მწვრთნელმა ასეთი ნაყარ ნუყარა ფეხბურთელებით ვნახეთ რაც გვიქნა. რა ხავის არ ყავს ფეხბურთელი და მაგიტო ვერ შვება?! აგერ თქვენ (ვისაც ხავის ჯერა) და აგერ მე (არ მჯერა ხავის) და ხავისგან მწვრთნელი 4-5 წელი მინიმუმ ვერ დადგება. მერე არ ვიცი, იქნენ და ისწავლოს ამასობაში. დე ძერბის ეგერ ვინ ყავს თუ ძმა ხარ? ჩავის ხელში ვერ ნათამაში ფატი წაიყვანა სა კი ვნახეთ რო იხოდებოდა უკვე რომ არა ტრავმა ისევ. რა გამოდის?! რაფინია იქ დაფრინავდა ხავისთან ვერ თამაშობს, გარსი სკამზე ეჯდა ხავის და გაუშვა მიჩელთან და მიჩელი ჩემპიონობას ეჭიდავება გარსია სასტავში ყავს, ფატიმა ჩასლევდა ხავის ხელში გაუშვა დე ძერბისთან და ეგრევე მოხოდა იმან…ანუ გამოდის ხავიშია ხო პრობლემა???

  • Frenkie de Jong 21
    schedule 20 დეკ 2023, 17:22
    #13

    ციტატა: Jorkaeff
    ნანახიც არ ყავს როკე მინდოეზე ვარჯიშზე, დანალაპარაკებიც კი არაა მასთამ და ლეოს დონეს მიაღწევსო… აუ რა პიტალო ხარ რა ხავი.


    იმედია მიაღწევსო , და არ მინდა ჩავის ადვოკაკატივით გამოვჩდე მარა იცი რა ბარსაში გვარდიოლას გარდა ვინც არ უნდა მოვიდეს არავინ მოგვეწონება ყველაფერის ამის ბრალი ხო არა არის არაა? ერთი ნორმალური შემტევი არ გვყავს ჩავიმ რა ქნას? რა არჩევანსაც აძლევენ იმათგან ირჩევს ფეცბურთელებს გაამართლებს თუ არა მერე ის არჩული არავინ იცის. ეს ბიჭი როკე ახალგაზრდაა ნიჭიერი იქნებ აქაც გამოდგეს და დაიმკვიდროს თავი რატო ითარსებით და პესიმისტურ აზრებს რატო ისვრით იქეთ აქეთ ვერ ვხდები .გაიგეთ აწი რო არ მოვა ახალი მესი რონალდო ინიესტა და სხვა ლეგენდები აწი ახალი ერა იწყება სულ სხვა სტილით და მოთამაშეებით

  • Jorkaeff
    schedule 20 დეკ 2023, 16:49
    #12

    ნანახიც არ ყავს როკე მინდოეზე ვარჯიშზე, დანალაპარაკებიც კი არაა მასთამ და ლეოს დონეს მიაღწევსო… აუ რა პიტალო ხარ რა ხავი.

  • მამასახლისი დავითი
    schedule 20 დეკ 2023, 15:46
    #11

    არტეტას რო ითხოვთ 2 წელია რაც ყურება დაიწყეთ ფეხბურთის? გასაგებია რო ახლა კარგი გუნდიუ ყავს მაგრამ სანა ამ შედეგს დადებდა რამდენი წლი იწვალა არსენალში არ იცით ალბათ ამ შედეგის მისაღწევად.

  • NEYBarca
    schedule 20 დეკ 2023, 14:04
    #10

    ლაპორტამ ზაფხულისთვის შედეგი თუ არ იქნა შევცვლითო მწვრთნელს, მარა მარკესით უნდა შეცვლაო.. მოკლედ ეს კაცი ახალი პეპის ძებნა დაღუპავს და ემანდ გუნდიც არ დაღუპოს… ჯობია უფრო გამოცდილი მოიყვანონ თუნდაც ფლიკი.

  • lesane C
    schedule 20 დეკ 2023, 13:43
    #9

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    Giorgi99, არტეტა და ჩაბი ალონსო არიან ორი უმაღლესი დონის ახალგაზრდა მწვთრნელები, ძალიან გამიხარდებოდა რომელიმეს მოსვლა მაგრამ ჩავის უნდა მივცეთ კიდევ ერთი წელი ზაფხულში მოიყვანოს ვინც უნდა და თუ მაინც ვერ დადო შედეგი უნდა წავიდეს!


    კიდე ერთი წელი ბევრია ხავისთვის, გაავსებს გუნდს რაფინიასნაირი ღლეებით(ისეც სავსეა უკვე😀), სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს და თუ სიტუაციას შემოატრიალებს დარჩეს

  • GIo-GxP-FCB
    schedule 20 დეკ 2023, 12:34
    #8

    Giorgi99, არტეტა და ჩაბი ალონსო არიან ორი უმაღლესი დონის ახალგაზრდა მწვთრნელები, ძალიან გამიხარდებოდა რომელიმეს მოსვლა მაგრამ ჩავის უნდა მივცეთ კიდევ ერთი წელი ზაფხულში მოიყვანოს ვინც უნდა და თუ მაინც ვერ დადო შედეგი უნდა წავიდეს!

  • Giorgi99
    schedule 20 დეკ 2023, 12:07
    #7

    Ferran7,
    რა აქ დასაცინი არტეტას, 2 წელია დაფრინავს არსენალი წელს პირველ ადგილზეა ისეთ პრემიერ ლიგაში სადაც ხავის ბარსელონა 10 ეულში თუ შევიდოდა. შარშან კიდევ 2 ე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია გამართულ სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ტაქტიკით და მონახაზით ხავისგან განსხვავებით. არც შეძლება მოვიდეს ჯერ რომც შეთავაზო. ვინ არის მაგაზე უკეთესი ვარიანტი ამ მომენტში?გვარდიოლასთან ნამუშევარია.

  • Ferran7
    schedule 20 დეკ 2023, 11:43
    #6

    აქ ხალხს მართლა გინდათ არტეტა გუნდში?😅

  • Giorgi99
    schedule 20 დეკ 2023, 11:33
    #5

    ზაფხულში ცვლილებები: მწვრთნელი არტეტა. დამატება: კვარაცხელია, ლეაო,ალვარესი.
    წასასვლელები: ფერანი, რაფინია,ლევანდოვსკი.
    ბარსა ბ დან ამოსაყვანია მთავარ გუნდში რამოდენიმე ფეხბურთელი. როკე სკამზე. ალვარესი ძირითადში.

  • akaki
    schedule 20 დეკ 2023, 06:26
    #4

    აუუ ეს მთლად ჭუჭუ ყოფილა .შენ ბიჯო ხოარ აკაჩავებ ორი ხელით.რაებს ბჟუტუროფ თუ ნახულობ მერე შენ ნალაპარაკებს.რაფინია .ტორსით და რომეოთი გინდა ლა ლიგა და ჩემიონთს ლიგა მოიგო?იმ ბავშვს რატომ არ ათამაშებ შე თესლო.გოოა თუ გუუაა.რაც ქვია.

  • nika 54
    schedule 26 თებ 2023, 18:26
    #3

    მოიგე ლა ლიგაც და კოპაც სამი ტიტული მშვენიერი გამოვა, ამდენი მოურინიომ რეალთან ერთად 3 წელიწადში ძლივს დააგროვა, თან რონალდუც ყავდა.

  • Maestro 6
    schedule 25 თებ 2023, 20:04
    #2

    ისე მტივნეული იყო მარცხის ნახვა, მაგრამ მემგონი ასე უფრო ჯობდა, ევროპა ლიგა ფინანსურად არაფერს არ შეგვმატებდა მაგრამ ლა ლიგის მოგებაში შეგვიშლიდა ხელს, ასე რომ ჯობია ლა ლიგაზე ვკონცეტრირდეთ, ხოდა გამოვვარდით თამაბარ ბრძოლაში თან თანაბარ გუნდთან, სამარცხვინო საერთოდ არ იყო, ლა ლიგა დადონ და მერე მოსაყვანია ორი ვინგერი( მესი და კვარა კარგი იქნებოდა) ახალგაზრდა ფორვარდი მაგალითად ალვარესი, ტიპს ჰოლანდი სანამ ჰყავს გუნდში ვერასდროს გამოავლენს თავის თავს, ერთი რომ შევთავაზოთ გადმოსვლა ტიპი არც დაფიქრდება ისე წამოვა,თან ლევანა აღარაა ფორმაში, მემგონი ასაკი თავისას შვება,პლიუს უს რომ დიდი თანაშების კაცი არაა და ალვარესის არგენტინული ჟილკა ისაა რაც გვჭირდება, ასევე გვჭირდება ნახევარმცველი, ტილემანსი ან ბერნანდუ, სილვა მირჩევნია მაგრამ ფინანსურად ტილემანსი ჯობია, მარჯვენა მცველად ფრინკ პონგი თუ რაცაა ეგ კარგი იქნებოდა ასევე, მოკლედ მომავლის იმედი მაქვს და ვისაც ჩავის გაგდება უნდა მართლა ღირსია სეტიენი დააბრუნონ გუნდში🙂

  • I N I E S T A 8
    schedule 25 თებ 2023, 18:19
    #1

    ლა ლიგა და კოპა თუ მოიგე მშვენიერი სეზონი იქნება მიუხედავად ჯგუფში ჩარჩენისა ხავიჯან :)))
    ევროპა ლიგას რო ვერ გავწვდებიდით შემადგენლობიდანვე ჩანდა.მანჩესტერს გამოვაგდებდით დიდი ალბათობით გავი პედრი დემბელე რო გვყოლოდა.საგანგაშო შემადგენლობაა სხვა დანარჩენი ნელ ნელა ლაგდება და დალაგდება ხალხია წასასვლელი მინიმუმ 6-7 კაცი
    მოსაყვანია 2 ვინგერი და მარჯვენა მცველი ფოდენი ვეღარ ხვდება სიტის ძირითადში და რო დაეჩალიჩონ იქნებ წამოვიყვანონ ეგ და როდრი ან როდრი და ალვარესი😃თან თუ შეულაგეს სიტის გაიზრდება შანსები წამოყვანის უარი არმგონია თქვას რომელიმემ😀🙃🙃