უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში “გალათასარაისთან” გასვლითი შეხვედრის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “რამს პარკის” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს უპასუხა და მოახლოებული მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.
გუნდის შიმშილი და გაბრიელ ჟეზუსის როლი
კითხვაზე, გრძნობს თუ არა გუნდში ტიტულების მოგების კვლავინდებურ წყურვილს, ფლიკმა აღნიშნა:
“რა თქმა უნდა, გუნდს აქვს ის საფეხბურთო შიმშილი, რომელსაც მეც სრულად ვიზიარებ. ბევრმა მათგანმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ჩვენ გადავამოწმეთ, აქვთ თუ არა ეს ჟინი დარჩენილი – დიახ, მათ ეს ნამდვილად აქვთ. ეს რთულია, მაგრამ მათში ეს ცეცხლი ანთია. ჩვენ უნდა ვიშრომოთ გულშემატკივრებისთვის, ოჯახებისთვის… ამოცანა მარტივი არაა და გზაც ძალიან გრძელია”.
გერმანელმა დამრიგებელმა ხაზი გაუსვა ბრაზილიელი ფორვარდის, გაბრიელ ჟეზუსის სათამაშო კონდიციებსაც:
“რა თქმა უნდა, ის სათამაშოდ მზადაა. დაიწყებს თუ არა სასტარტოში – ჯერ ზუსტად არ ვიცით, ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ. სიმართლე უნდა ითქვას, ის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. მისი დამოკიდებულება და ქცევა ფანტასტიკურია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია”.
ფავორიტის სტატუსი და “საუკეთესო გუნდის” წნეხი
“ბარსელონას” მიმდინარე ფორმასა და ფავორიტის სტატუსზე საუბრისას ფლიკი თავმდაბალი, მაგრამ თავდაჯერებული დარჩა:
“ასეთ ვითარებაში ყოფნა დიდი პრივილეგიაა. ჩვენ უდიდეს სამუშაოს ვწევთ, თუმცა ჩემთვის ფინალამდე ჯერ ძალიან გრძელი გზაა. თითოეულ მატჩში ზუსტად იმავე მენტალიტეტით უნდა ვითამაშოთ, როგორითაც სეზონი დავიწყეთ – და, რა თქმა უნდა, ბურთით ფეხებთან, რაც ასეთ თავდაჯერებულობას გვანიჭებს.
არ ვიცი, ეს წნეხია თუ იმის შედეგი, თუ როგორ ვვარჯიშობთ. ყოველთვის ვამბობ, რომ სავარჯიშო პროცესითა და იქ არსებული ატმოსფეროთი უზომოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია და ყველაფერი ნულიდან იწყება. ხვალ რთული თამაში იქნება და ჩვენი ძალა მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოს, თუმცა ვხედავ, რომ ყველა მზადაა საბრძოლველად”.
უარი რეალ მადრიდზე და მსაჯებზე საუბარზე
ჟურნალისტების მცდელობას, ფლიკისგან ელ კლასიკოსა და ვინისიუს ჟუნიორის დისკვალიფიკაციის თემაზე კომენტარი მიეღოთ, მწვრთნელმა მოკლედ უპასუხა:
“ვინისიუსის თამაში მირჩევნია თუ არა? ამის შესახებ ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ მკითხოთ”.
ხოლო მადრიდელთა მხრიდან მსაჯების კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვაზე გერმანელი სპეციალისტი საკმაოდ მკაცრი იყო:
“იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ ისწავლით, რომ სხვა გუნდებზე დასმულ კითხვებს არასდროს ვპასუხობ! ჩვენ ახლა ‘გალათასარაისთან’ სათამაშოდ ვემზადებით. მოდით, პატივი ვცეთ ‘გალათასარაის’, მათ ფანტასტიკურ სტადიონსა და აქ არსებულ ატმოსფეროს”.
გალათასარაის სიძლიერე და ოსიმენის განეიტრალება
თურქული გრანდის შემტევ პოტენციალსა და ვიქტორ ოსიმენის შეჩერების გეგმაზე ფლიკმა ყურადღება გუნდურ თავდაცვაზე გაამახვილა:
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა და ის, რასაც ამ სტადიონზე ხედავთ, ხშირად დაუჯერებელია. დიდ გუნდებთან მატჩებში მათ ძალიან მოუმატეს, ჰყავთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ერთიანობა, კომპაქტურობა და დაცვაში გუნდურად მუშაობა”.
რას შვებით ფეოლა ხვალ ვანადგურებს თურქეთს მივდივართ სტადიონზე ვიგებთ და მოვდივართ 😂❤️ ესე თუ შემიყვარდებოდა ფლიკი არ მეგონა
ლაპორტის ტრანსფერის შანსი არაა ზამთარში?
ისე მომავლისთვის კომოს მცველი რომ არის 21 წლის რამონი, ძალიან საინტერესო ბიჭო ჩანს, თან ესპანელია.
უბრალოდ რეიტინგები ნახეთ რა რეიტინგები აქვს… თამაში დიდად არ მინახია, მარა სერია ა ში რა რეიტინგებსაც დებს ძალიან საინტერესო ვინმე ჩანს.
იდეაში ფაბრეგასიც ბარსას მწვრთნელობის სერიოზული კანდიდატია მომავალში, ბარსამ თუ მოინდომა მისი ტრანსფერი დიდია შანსი დაგვეხმაროს.
Realis agzrdilia mgoni gayides comoshi da gamosyidvis ufleba aqvt
დაცვაში გვიჭირს თორემ ძალიან ღრმა და მაღალი დონის შემადგენლობა გვყავს,სკამიც ძლიერი,ასე რომ ცოტა საფეხბურთო იღბალი ნაკლები ტრამვიამობა და ყველაფერი კარგად იქნება,ფიზიკურად ინტენსიურად კარგად ვართ მომზადებულები და ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ,იოლი მეტოქე არ არსებობს,უიღბლობა და ცუდი შედეგი მეტოქის დაუფასებლობას და შესაბამისად მოდუნებას მოაქვს,ყველა თამაშია ფინალია,ძნელია მაგრამ ბოლოს გატკბილდება ყველაფერი,ბევრჯერ მითქვამს და კიდე ვიტყვი,რომ ენრიკეს შემდეგ ფლიკის დონის მწვრთნელი ბარსას არ ყოლია და კი ვხედავთ შედეგსაც,ნელ ნელა მეთოდურად მიყვება ყველაფერს და მჯერა ლიგასაც ავწევთ