“ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა იაპონელი შემტევის, ტაკეფუსა კუბოს დაბრუნებაზე ფიქრობს. ინფორმაციას ამის შესახებ As-ზე დაყრდნობით Sport ავრცელებს.
კუბო 2011-2015 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ FIFA-მ “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატების წესების დარღვევაში ამხილა და 14 წლის იაპონელს ამ კლუბში თამაში აუკრძალა. კუბო იაპონიაში დაბრუნდა, 2019 წელს კი, როდესაც უკვე სრულწლოვანი იყო, “რეალ მადრიდს” შეუერთდა.
ტაკეფუსას “ბლანკოსში” ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. მას მადრიდულ გუნდში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია, “მალიორკაში” (ორჯერ), “ვილიარეალში”, “ხეტაფესა” და “რეალ სოსიედადში” განათხოვრების შემდეგ კი ამ უკანასკნელს ის გასულ ზაფხულში 6 მილიონ ევროდ შეუერთდა.
სან სებასტიანურ გუნდში კუბო კარგად გამოიყურება. 25 მატჩში მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.
ესპანური მედიის ცნობით 21 წლის იაპონელის პროგრესს “ბარსა” თვალს ყურადღებით ადევნებს. ახალგაზრდა მარჯვენა გარემარბი მოსწონს ჩავისაც, რომელსაც მიაჩნია, რომ კუბო მის სისტემას კარგად მოერგებოდა.
თუმცა არსებობს რამდენიმე დამაბრკოლებელი გარემოება. ტაკეფუსას “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი, 60 მილიონი ევროა. ამას ისიც ემატება, რომ “რეალ მადრიდს” კუბოს მომდევნო ტრანსფერიდან 50% ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ “ბარსა” 60 მილიონს გადაიხდის, აქედან 30 მილიონი უშუალო კონკურენტს შეხვდება.
გადააშენეთ ეს არ დავინახო მოთრეული. ამას ხავი სიმენსი მირჩევნია. ეს საერთოდ ტ აკულად მოიქცა
აი რა რა და კუბო ნამდვილად არ გვჭირდება არცერთ ინტერპრეტაციაში…. ვისაც ადგება ეგ კუბო, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს….
ამის კუბო დავდგი პერესის ზალაში. მოინდომა რეალ მადრიდი, მაგრამ შეხვდა რეალ სოსიედადი.
ჰალაზე უკვე წერს ადმინი, რო ბარსამ თვალი რეალის ფეხბურთელს დაადგაო. ალბათ არ იცის რო სწორედ რეალმა წაართვა ის ბარსას. იმაზე აღარ ღირს ლაპარაკი როგორ წაიყვანეს დი სტეფანო, რონალდო, ფიგუ და ვინ იცის კიდევ რამდენი.
ფიგუს აზიური ვარიანტია. ღორი, პასს ვერ გააკეთებინებ. გუშინ ვუყურე სელტასთან და მაგარი ნაგლი ბავშვია. 60 კიდე კუბო ბალზამირებიან ვენოკებიანად არ ღირს. 15 მილიონიანი გარემარბია. ლუკმანი დაითრიონ
ყველას რო ყიდულობს ხავი მაგრა დაერხევა
როცა 2 უდიდესი კლუბის გაუთავებელი დავის შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ალბერტო დისტეფანოს პირველი 3 წელი რეალში, ხოლო მეორე 3 ბარსელონაში ეთამაშა და ამის შემდეგ აერჩია თავად ფეხბურთელს თუ სად მოისურვებდა კარიერის გაგრძელებას, ზუსტად ასეთი რექცია ქონდათ ბარსელონას მესვეურებს და არა მხოლოდ მესვეურებს, გულშემატკივრის დიდ არმიასაც, რეალის ნახმარი ფეხბურთელი რა ჩვენ პუტანკად გვინდაო და ამის შემდეგ ისტორიამ ძალიან კარგად გვანახა, თუ რა და ვინ დაიწუნ-დაკარგა ბარსელონამ თუმცა მე მაინც ტაკეფუსას დებილ გამომგდებს მივანცეზურე ფუსაში და მაგის ხელმეორედ ბლაუგრანაში მომთრევ მომპატიჟებელს კიდე ზემოდან :)) კუბო და ლედნიკი არ მოცილდა ვაგნერს და ტებასს
რაის კუბო კაით რა, ჯერ ხომ რეალდი წავიდა და მაგიტო არ გვინდა და მერე მეორე თუნდაც ახლანდელი შემტევებიდანაც ვერავის ვერ ჯობია
ახალი ზღაპარი! რა კუბო რის კუბო, სოსიედადი მაქსიმუმი მისთვი!ბარსას ვინც გააძლიერებდა რეალურად ,ოსიმენ კვარას დუეტი იქნებოდა,თან დიდი ხნით, ფატი ტორესი გასაყიდია, კიდე ფულია საშოვი და თავიდან სუპერგუნდი შეექმნება, თან ძან ახალგაზრდა!
რეალის ნახმარი ფეხბურთელი რა ჯანდაბად გვინდა,,,,
გაა***თ ჯერ იმიტომ რომ რეალში გადავიდა აქედან
მეორე იმიტომ რომ ძაან დებილი ფეხბურთელია, ეზალზულის დონისაა