ყოფილი ესპანელი მსაჯი ანტონიო მატეუ ლაოსი “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის გამართული დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს ეხმაურება.
რამდენიმე დღის წინ გამართულ ბარსელონურ დერბიში სტუმარი გუნდის მეკარემ, ჟოან გარსიამ თანაგუნდელ ჟერარ მარტინს ხელი კრა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ბურთის დაბლოკვა მოესწრო. შედეგად ჟერარ მარტინი “ესპანიოლის” ფეხბურთელს შეეჯახა და მან კინაღამ ტრავმა მიიღო. მატეუ ლაოსის თქმით ასეთი რამ დაუშვებელია.
FIFA-ს წესების თანახმად ეს არასპორტული საქციელია. გასაგებია, რომ ჟოან გარსიამ თანაგუნდელს ხელი ბურთის დაბლოკვის მიზნით ჰკრა, მაგრამ მას ამის უფლება არ ჰქონდა. როდესაც თანაგუნდელს ხელს კრავ და მას ტრავმის მიღების საფრთხის ქვეშ აყენებ, წესებს არღვევ. თუმცა ამ სიტუაციაში ვიდეორეფერი საქმეში ვერ ჩაერთვებოდა. ეს არის არის ის შემთხვევა, რომელსაც VAR არეგულირებს. ამ შემთხვევაში “ბარსელონას” კარში უნდა დანიშნულიყო თავისუფალი საჯარიმო დარტყმა და შესაძლოა, ჟოან გარსიას ყვითელი ბარათიც მიეღო. მსაჯმა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ჩათვალა, რომ შეჯახება შემთხვევითი იყო და ის სივრცისთვის ბრძოლამ გამოიწვია.
– განაცხადა ანტონიო მატეუ ლაოსმა Movistar-თან საუბრისას.
ეს მეც ვიფიქრე თამაშის დროს, ჩანდა რო უკნიდან ხელი ჰკრა და თითქოს ბურთზე მიაგდო, მაგრამ რამდენჯერმე გამეორება ვნახე და ისე ჩანს რო გარსია ბურთისკენ რო მირბის ჯერ თითქოს ხელით უნდა გაწიოს, იმიტომ რო მარტინი ნელა გარბოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვერდზე გაწევის მაგივრად ხელი წინ კრა. მაშინ მეც ვიფიქრე წესის დარღვევა ხო არ არის მეთქი, მაგრამ ფაქტიურად თავის გუნდელს ჰკრა და არა მეტოქეს იმიტომ რო ბურთზე მიესწრო. მოკლედ ტებასმა კი არა და ლაოსმა ასე მგონია თავის ძმაკაცის თუ პატრონის თხოვნა გაახმოვანა. იმ პატრონს ყველა ვიცნობთ 500 მილიონი რო მოუნდა რეალის გასაძლიერებლად.
და რომ არა გარსია დიდი ალბათობით ბარსა მაგ თამაშს წააგებდა, უკეთეს შემთხვევაში ფრე დამთავრდებოდა.
ზემოთაც დავწერე ხელის კვრას არ აპირებდ, მაგრამ ბურთთან მარტინი არ უშვებდა ინსტიქტურად ისიც ბურთზე მირბოდა, აქ კი ფიქრტის დრო აღარ იყო კარი უნდა გადაერჩინა.
რეალის ფეხბურთელია და სავარაუდოდ დაიბრუნებს ზაფხულში. ან უპირატესი გამოსყიდვა აქვს, ან იჯარით ყავს გაშვებული, ზუსტად არ მახსოვს. არადა ბარსას სთავაზობდნენ ამას თავისდროზე კაპიკებში, მაგრამ იასნია რო ჩაიკუკა უფროსობამ.
კი რეალიც ყურადღებით აკვირდება, და აუცილებლად უნდათ დაბრუნება, მე მგონი ზაფხულში.
ისე პირდაპირ ვთქვათ და მატეო ლაოსს რა გაუკვირდა ერთი გუნდის მეკარემ რო თავის გუნდელს ხელი ჰკრა? რაც მადრიდელებს თავისი გუნდელების კი არა მესიზე აქვთ ხელი ნაკრავი ვერ მოითვლის კაცი, და არ მაგონდება ან ამას ან ამის კოლეგებს ჯარიმა დაედოთ თუ მართლა სასწაული უხეშობა არ იქნებოდა.
რა არის გასარჩევი😂 პირველად კი არ მომხდარა ფეხბურთში ასე
ბიჭო ბარსას გულშემატკივრებს სექტანტებს რო ეძახიან მაგაზე ბრაზდება აქ ხალხი და კომენტარებს გადაცხედე და ერთი ობიექტური კომენტარი არ არი რადგან ბარსას მეკარეა არ ნიშნავს რო ობიექტურად ვერ შევაფასოთ ჩემი აზროთ მართალი თქვა ამ შემთხვევაში ტებასმა მოდი აბა დაფიქრდით ეს რო რეალის თამაშის დროს ყოფილიყო აქ რამდენი დაიწყებდა მაგის გარჩევას
წადი შენს გამზრდელსაც შვც.
ნუ გაატრაკე
ტებასის შეცვლას ამით აპირებდა ფედერაცია