გუშინ მარკოს ალონსომ “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
გამოცდილი ფეხბურთელი ამ ფაქტს Instagram-ის მეშვეობითაც გამოეხმაურა.
დღეს და მუდამ, ყველა დროის საუკეთესოსთვის. ზემოდან გვიყურე, სანამ ერთმანეთს ისევ შევხვდებით. 🙏🕊️ მიყვარხარ, ბებერო.
მადლობა ყველას თქვენი მესიჯებისთვის ❤️💙
– წერს ესპანელი.
მარკოს ალონსოს მამა, მარკოს ალონსო პენია 9 თებერვალს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში ალონსოს წვივის დამცავებზე უფროსი მარკოსის ფოტო იყო გამოსახული.
მანჩესტერთან არა, მაგრამ კადისთან შეიძლება.
მადლობა გოლისთვის მაგრამ კრისტენსენს უნდა დაუთმო ადგილი ძირითადში
გოლი კი გაიტანა მარა ძაან სუსტია დაცვაში, იმედია განმეორებით თამმაშში აღარ ვიხილავთ ძირითადში ამას