საფეხბურთო ლაბორატორიამ (CIES) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აკადემიების ოცეული გამოავლინა.
რეიტინგი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რა ოდენოიბს თანხა ღირს ამა თუ იმ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები. საუბარია მხოლოდ მოქმედ ფეხბურთელებზე, შესაბამისად გათვალისწინებული არ არიან “ლა მასიას” აღზრდილი ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ჩავი ერნანდესი ან ანდრეს ინიესტა.
პირველ ადგილზე “ბენფიკას” აკადემია გავიდა. ამჟამად ლისაბონელთა აღზრდილი 104 ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 670 მილიონი ევროა, აქედან 151 მილიონის ღირებულების ფეხბურთელები კვლავ “ბენფიკაში” ირიცხებიან.
მეორე ადგილზეა “ჩელსი” 78 მოთამაშით, რომელთა ღირებულებაც 630 მილიონია. აქედან 325 მილიონის ღირებულების ფეხბურთელები ამჟამად “ლურჯებში” თამაშობენ.
“ბარსელონა” მე-3 ადგილს იკავებს. კატალონიური კლუბის აღზრდილებიდან ამჟამად 102 ფეხბურთელი თამაშობს, საერთო ღირებულებით 581 მილიონი ევრო. “ბლაუგრანაში” მყოფი მოთამაშეების საერთო ფასი 281 მილიონია.
მსოფლიოს 20 საუკეთესო საფეხბურთო აკადემია CIES-ის ვერსიით:
| # | კლუბი | ფეხბურთელი | ღირებულება | ამჟამად კლუბში |
| 1 | ბენფიკა | 104 | €670 000 000 | €151 000 000 |
| 2 | ჩელსი | 78 | €630 000 000 | €325 000 000 |
| 3 | ბარსელონა | 102 | €581 000 000 | €281 000 000 |
| 4 | აიაქსი | 114 | €555 000 000 | €149 000 000 |
| 5 | მანჩესტერ სიტი | 81 | €510 000 000 | €250 000 000 |
| 6 | პსჟ | 83 | €491 000 000 | €32 000 000 |
| 7 | სან პაულუ | 73 | €474 000 000 | €58 000 000 |
| 8 | სანტოსი | 61 | €444 000 000 | €72 000 000 |
| 9 | ფლამენგო | 58 | €438 000 000 | €35 000 000 |
| 10 | სპორტინგი | 97 | €399 000 000 | €84 000 000 |
| 11 | არსენალი | 79 | €399 000 000 | €210 000 000 |
| 12 | რივერ პლეიტი | 80 | €391 000 000 | €39 000 000 |
| 13 | ფლუმინენსე | 60 | €383 000 000 | €63 000 000 |
| 14 | რეალ მადრიდი | 97 | €359 000 000 | €31 000 000 |
| 15 | პორტუ | 71 | €350 000 000 | €101 000 000 |
| 16 | რენი | 58 | €346 000 000 | €70 000 000 |
| 17 | ლიონი | 78 | €342 000 000 | €106 000 000 |
| 18 | ზაგრების დინამო | 89 | €337 000 000 | €47 000 000 |
| 19 | ბაიერნი | 56 | €331 000 000 | €202 000 000 |
| 20 | მონაკო | 54 | €330 000 000 | €13 000 000 |
რეალს 97 აღზრდილიდან გუნდში 31 მილიონის ფეხბურთელი ყავს.
ჩვენ კი 102 აღზრდილიდან გუნდში 281 მილიონის ფეხბურთელი გვყავს.
რას იზავ, მადრიდი ხო გალაკტიკოსია, რომელშიც ხანდახან საკუთარი აღზრდილების ადგილიც კი არ რჩება ხოლმე.
წესით ჩელსის ფეხბურთელების ფასები დაიკლებს და გადავალთ მეორეზე