workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ფერან ტორესის გახანგრძლივებას აძვირებს

პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ფერან ტორესის გახანგრძლივებას აძვირებს

bolt მოკლედ
ფერან ტორესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" დამატებით 8 მილიონს გადაუხდის.

“ბარსელონას” 26 წლის ფერან ტორესთან დაკავშირებით ერთი საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ვალენსიელ თავდამსხმელს კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება და მაგიდაზე შეთავაზებებიც აქვს. ერთ-ერთი მათგანი “პარი სენ-ჟერმენიდანაა”. ფრანგული კლუბი ფერანით დაინტერესდა და მხარეებს შორის კარგი ურთიერთობაა, თუმცა პრინციპული შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონა” მოლოდინის რეჟიმშია, რადგან გუშინ დალასში ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს კლუბისთვის თავისი მომავლის შესახებ არაფერი უთქვამს.

8-მილიონიანი ვალდებულება “სიტის” წინაშე

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არც ფერან ტორესის მიერ ახალი კონტრატქის გაფორმებაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან არსებობს პუნქტი, რომელიც სამომავლო შეთანხმებას გააძვირებს. 2021 წლის დეკემბერში ფერანის ტრანსფერისას “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომელიც კატალონიურ კლუბს ავალდებულებს, ესპანელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში, ინგლისურ კლუბს 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ეს პირობა მოლაპარაკებებისას “მანჩესტერ სიტიმ” დააყენა, რასთანაც ტორესს არანაირი შეხება არ ჰქონია, და მას “ბარსელონას” იმდროინდელი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი დათანხმდა.

ხელფასის საკითხი

ეს პუნქტი “ბარსელონასთვის” ფერან ტორესის შენარჩუნებას უფრო ძვირადღირებულს ხდის, რადგან ფეხბურთელის ხელფასს “მანჩესტერ სიტისთვის” გადასახდელი 8 მილიონიც დაემატება. ნებისმიერ შემთხვევაში, კატალონიური კლუბი თავდამსხმელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ინტერესს ინარჩუნებს, თუმცა ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე, რადგან მიაჩნიათ, რომ მას ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:23
    #5

    დასატოვებელია ჩემი აზრით

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 ივლ 2026, 17:21
    #4

    ამ პუნქტის ნახვის შემდეგ, მე მგონი პირიქით უნდა გაყიდონ და თანაც დროულად.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 14 ივლ 2026, 12:54
    #3

    ხოდა იქით მიდის ბაზარი რო 30-35 მილიონად გაყიდიან და ეგ იქნება. მეტს არ გადაიხდის პსჟ. არც არავინ სხვა. იმედია ისე არ მოხდება რო მერე საერთოდ უფორვარდოდ დავრჩეთ, ეს სკამიდან კიდე რაღაცას აკეთებდა, სულ რო ვერავინ მოიყვანონ მერე სად მივდივართ? გაგვიკვირდება დეკოსგან? თორე ალვარესზე ხელი მაქ ჩაქნეული. ეს თუ წავიდა 1 კარგი 9 ნი გვინდა და ბოლო ბოლო ჰამზა დადგება სკამის ფორვარდად. მარა ისეთი არ უნდა მოიყვანონ ტორესზე მაღალი დონე რო არ ქონდეს, ოიერზაბალი ვლაჰოვიჩი ასლანი და ეგეთები იგივე დონეზე დარჩენაა დაჟე უფრო რისკიც, ვინ როგორ შეთამაშდება გუნდთან.

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 14 ივლ 2026, 05:39
    #2

    ალემანსაც მაგარი სირობები აქ კონტრაქტებში ნაკეთები რაც ჩანს

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 13 ივლ 2026, 20:15
    #1

    გაყიდონ სასწრაფოდ ამდენი შემტევი არაა საჭირო 1 ცენტრალური მცველი და ფორვარდი მოიყვანონ