ვიტორ როკეს ტრანსფერზე ბარსამ პირველი უარი მიიღო

ვიტორ როკეს ტრანსფერზე ბარსამ პირველი უარი მიიღო

“ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნის, ვიტორ როკეს აგენტი ანდრე კური ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და როგორც ირკვევა, “ბლაუგრანას” 17 წლის ამომავალი ვარსკვლავის ხელში ჩაგდება ძალიან გაუჭირდება.

ანდრე კური 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში ბრაზილიაში “ბარსელონას” წარმომადგენელი იყო. სწორედ მისი წყალობით შეიძინა “ბარსამ” ნეიმარი. დღეს კური ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აგენტია. ცოტა ხნის წინ ის ვიტორ როკეს ტრანსფერზე Globo-ს ესაუბრა.

შემოთავაზება უკვე გვქონდა, მაგრამ უარით გავისტუმრეთ. იყო ერთ ინგლისური კლუბი, რომლის დასახელებაც არ მინდა, ასევე ესპანურმა კლუბმა კონკრეტული შემოთავაზებით მოგვმართა, იყო იტალიური გუნდიც. ბრაზილიაში ჩვენ ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ქაღალდზე კონკრეტული რიცხვები წერია. დღეს ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება. ჩვენ მივიღეთ 25-მილიონიანი წინადადება და ის დაუყოვნებლივ უარით გავისტუმრეთ, რადგან ეს ფეხბურთელი უფრო ძვირი ღირს. ეს მოლაპარაკება წინ აღარ წასულა. როდესაც შესაბამისი კლუბი შესაბამისი პროექტით მოვა და შესაბამის თანხას შემოგვთავაზებს, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

– აცხადებს ანდრე კური.

როგორც ჩანს, 25-მილიონიანი შეთავაზება “ბარსელონას” ეკუთვნოდა. კატალონიური კლუბი ვიტორ როკეს დამატებით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, მაგრამ “ბლაუგრანას” პრობლემას “ატლეტიკო პარანაენსეს” მოთხოვნები უქმნის. Globo-ს ცნობით ბრაზილიური კლუბი და ფეხბურთელის წარმომადგენლები როკეს მინიმუმ 45 მილიონ ევროდ აფასებენ და მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელზე მაღალი მოთხოვნის გამო ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • Bakero
    15 თებ 2023, 23:48

    სულ გამოთაყვანებულან ეგენი 45 -იო joy joy joy