”ბარსელონა” - ”რეალი”. როსელი მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”რეალი”. როსელი მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა სამეფო თასის ახალ მფლობელებს გამარჯვება მიულოცა და საკუთარი ფეხბურთელების და გულშემატკივრების თავდადება აღნიშნა.

სამეფო თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ”TVE”-ს სანდრო როსელმა ინტერვიუ მისცა: ”ჩვენ ცარიელი ხელებით არ მივდივართ. ჩვენ მივდივართ ამაყები ნაჩვენები ფეხბურთის გამო. ვამაყობ იმით, რაც გააკეთეს ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა და ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა”. ამავდროულად როსელმა აღნიშნა, რომ ულოცავს მადრიდის ”რეალს” გამარჯვებას: ”ეს თამაშია და ჩვენ ამ შედეგის მიღება მოგვიწევს”. თავისი თამამი შედეგის (5:0) კომენტირებისას როსელმა უპასუხა: ”მე მხოლოდ პროგნოზი გავაკეთე, რათა დავხმარებოდი მშიერ ხალხს საქველმოქმედო აქციის გამართვისას”.

მარცხზე სწავლობენ

სანდრო როსელმა აღიარა, რომ ნახა ”ლამაზი და მღელვარე ფინალი. ინიციატივა ერთი გუნდიდან მეორესთან გადადიოდა. ფინალში ბევრი რამ მოხდა. მეორე ტაიმში კარგები ვიყავით, შეგვეძლო გატანა, მაგრამ საბოლოოდ ეს მათ შეძლეს”.

მომავალი ოპტიმიზმით

”ახლა უნდა ვიფიქროთ ”ოსასუნასთან” გასამართ შეხვედრაზე და მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ოპტიმიზმით. სავარაუდოა, რომ ჩემპიონთა ლიგაშიც ასეთ მატჩებს ვიხილავთ: ისინი თავს იცავენ, ჩვენ კი ვუტევთ. ”ბარსელონა” დიდი გუნდია და ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.