Sport: ჩავის დებიუტი 20 ნოემბერს შედგება

Sport: ჩავის დებიუტი 20 ნოემბერს შედგება

"ბარსელონა" ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს ჩაატარებს, წერს Sport.

ცნობის თანახმად, ჩავის 6 ნოემბერს, "სელტასთან", ხილვა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამ 5-დღიან პერიოდში ყველა საკითხის მოგვარება ძალიან რთული იქნება, შესაბამისად, "ბლაუგრანაში" მისი სამწვრთნელო დებიუტი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ნოემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ შედგება.

ოთხშაბათს, 3 ნოემბერს, "ალ სადს" კონკურენტ "ალ დუჰაილთან" მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ყატარული კლუბი ითხოვს, რომ ამ მატჩში გუნდს ჩავიმ უხელმძღვანელოს. შესაბამისად, ესპანელი ბარსელონაში გამგზავრებას ხუთშაბამდე ვერ შეძლებს. იგი გუნდის შაბათს "ბალაიდოსზე" გასამართი მატჩისთვის მომზადებას ვერ მოასწრებს. ასევე, დიდი ალბათობით, ოფიციალური განცხადება ხუთშაბათს გაკეთდება, მისი პრეზენტაცია კი "სელტასთან" თამაშის შემდეგ ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიზნით, ჟოან ლაპორტა დოჰაში გაემგზავრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 1 ნოემბერი 2021 21:16
    0
    ბენფიკამდე უნდა მოვიდეს თორემ ჩავრჩით ჯგუფში და ეგაა. ამის მოსვლა მოტავაციას მისცემს მოთამაშეებს და იქნება მოუგონ ბენფიკას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ნოემბერი 2021 19:13
    2
    ნეტა საქმე ააწყოს და სადაც ამდენი გვიცდია 20- მდეც მოვიცდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 ნოემბერი 2021 16:27
    0
    ასწორებს. თუმცა მთავარია რომ მანამდე ჩამოფრინდეს და გაეცნოს კლუბის წევრებს
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #4 1 ნოემბერი 2021 15:32
    1
    ციტატა: gecheche
    20 ნოემბრამდე 1 თამაშია ლა ლიგაში მარტო და რატო ჩხუბობთ გველაზე კაი დროა დებიუტისთვის

    არავინ არ ჩხუბობს,აზრს გამოვთქვამთ,ჩხუბი სხვა რამეა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 ნოემბერი 2021 15:28
    1
    20 ნოემბრამდე 1 თამაშია ლა ლიგაში მარტო და რატო ჩხუბობთ გველაზე კაი დროა დებიუტისთვის
    Culé [?]
    #2 1 ნოემბერი 2021 14:50
    0
    მეორედ იწერება უკვე რომ 20 ნოემბერიო,მანამდე ორჯერ კიდევ 6 ნოემბერს ჩაიბარებსო ვეღარ გავიგე რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ნოემბერი 2021 14:47
    0
    აუ უკვა ატრაკებთ რა, ხან 6 იო ხან 20 იო, მემგონი ვაფშე არ უშვებენ