როდის შედგება ჩავის სამწვრთნელო დებიუტი ბარსელონაში

ვიგოს "სელტასთან" 6 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იქნება. ამ ინფორმაციას კატალონიის რადიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანაში" "მაესტროს" სამწვრთნელო დებიუტი სწორედ გალისიური გუნდის წინააღმდეგ შედგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერჟი ბარჟუანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მხოლოდ ორ შეხვედრაში: 30 ოქტომბერს "ალავესის", ხოლო 2 ნოემბერს კიევის "დინამოს" წინააღმდეგ გაუძღვება.
მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში "ალ სადის" სურვილი დაკმაყოფილდება - ყატარულმა კლუბმა ჩავის უკომპენსაციოდ გაშვების მზაობა გამოთქვა, თუმცა მოითხოვა, რომ ეს 3 ნოემბრის შემდეგ მოხდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]