“ბარსას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, ვიტორ როკეს აგენტი ანდრე კური მალე ბარსელონაში ჩამოვა, რათა კატალონიურ კლუბს “ატლეტიკო პარანაენსესთან” შეთანხმებასა და თავისი კლიენტის Fair Play-ს წესების დაცვით შეძენაში დაეხმაროს.
წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ბრაზილიელ ტალანტს რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებენ და სურთ, ფეხბურთელი მომავალ ზაფხულში დაიმატონ. მისი ხელფასი მაღალი არ იქნება, თუმცა, სატრანსფერო ღირებულება, შესაძლოა, პრობლემა გახდეს.
კატალონიური პრესის თანახმად, როკეს შეძენით “პარი სენ-ჟერმენი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან, მაგრამ ბრაზილიელს მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს. “ბლაუგრანაში” უნდათ, რომ ვიტორმა ლევანდოვსკისგან ისწავლოს და განვითარდეს.
ერთი ესაა ტალანტი და მეორე აბდე
წელსვე რო გაიფორმონ არ ჯობია, რაღას ელოდებიან მომავალ ზაფხულს.
ბორდალასი მარსელინიოს მსგავსად კარგი მწვრთნელი იყო და ამ კატასტროფულ მდგომარეობაშიც კი თასის ფინალში გაიყვანა გუნდი და რაღაც ხელწერა ჰქონდა გუნდს. გატუზოს ხელში კი სულ დაიღუპნენ. რა კატასტროფა არის ეს ლიმი, ლეგენდებით დაწყებული ფანებით დამთავრებული ყველა აგინებს ტო. გუნდი გააღატაკა, ესპანეთის ყველაე დიდი ისტორიით ბარსელონას და რეალის შემდეგ რა დაამგვანა და მაჩანჩალა გუნდების საშუალო ტალანტებზეც ვეღარ იწევს უკვე ვალენსია. ბოლო წლებში სევილიას, ბილბაოს და სოსიედადს ბევრად უფრო იოლად გამოსდით ახალგაზრდა ესპანელი თუ სამხრეთ ამერიკელი ტალანტების გაზრდა ვიდრე ვალენსიას.
ეს ალარკონი 9იანად ვერ ითამაშებს?..ამ ახალი ბრაზილიელების არ დაიჯერება…